დღევანდელ ყრილობას 516 დელეგატი ესწრებოდა.
2013 წელს ქდმ-ს თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე თანამდებობიდან გადადგა, პარტიის პოლიტსაბჭომ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანება გადაწყვიტა. გოჩა ჯოჯუა კი ქდმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ და ორგანიზაციის წევრებთან ერთად ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნა, რის გამოც 2014 წლის აგვისტოდან დავა სასამართლოში დაიწყო. პარტიის წევრები ყრილობის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის თანახმადაც ქდმ-ს თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე გამოცხადდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ყრილობა კანონდარღვევით შედგა, პარტიის წევრების უდიდეს ნაწილს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამისად, მათი განცხადებით, ბურჯანაძე უკანონოდ იყო თავმჯდომარედ არჩეული.
2017 წლის 8 ივნისს, 3 წლიანი დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გოჩა ჯოჯუას მოთხოვნა დააკმაყოფილა: სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის გადაწყვეტილება გაბათილდა.
მასალის გამოყენების პირობები






