პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ავიაკომპანია „British Airways“-ის რეისს ამოწმებენ, რომელიც ლონდონში მიფრინავდა.
პარიზის აეროპორტის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა გახდა BA303 რეისის დამატებითი კონტროლისა და უსაფრთხოების ოპერაციის ჩატარების მიზეზი.
ერთ-ერთმა მგზავრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველა მგზავრს პირადად ჩხრეკენ, ხოლო მათ ბარგს ძაღლები და კინოლოგები ამოწმებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ქვეყანაში მოსალოდნელი ტერაქტების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
საფრანგეთში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. საფრანგეთის პოლიცია აეროპორტებსა და ევროპის სარკინიგზო გზებზე მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ტერორისტები ტყის ხანძრების მოწყობასა და საკვები პროდუქტების მოწამვლასაც გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






