აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოუწოდა ყველა სახელმწიფო საჯარო დაწესებულებას, 60 დღის განმავლობაშ შეწყვიტოს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება. ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.
აშშ-ის სპეცსამსახურები კასპერსკის ანტივირუსს განიხილავენ „კრემლის პლაცდარმად აშშ-ის ტერიტორიაზე“, რომლის გამოყენებითაც რუსეთის ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია უდიდესი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
სპეცსამსახურებმა დეპარტამენტებს დაავალეს, 30 დღის განმავლობაში გამოავლინონ ყველა ის კომპიუტერული სისტემა, რომელიც კასპერსკის პროდუქციას იყენებს და 60 დღეში სრულიად აღმოფხვრან ეს პრობლემა.
„კასპერსკის ლაბორატორია“, კიბერსპეციალისტების აზრით, პირდაპირ კავშირშია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან, რაზედაც ისინი უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ მსოფლიოს საზოგადოებას.
მასალის გამოყენების პირობები






