დეპუტატები დავით საყვარელიძეს თავდებში უდგებიან და შეეცდებიან დაარწმუნონ სასამართლო, რომ ის გამოძიებაზე გავლენას არ მოახდენს და არც ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს.
ადვოკატების თქმით, ოქმი რომელიც გამომძებლებმა საყვარელიძეს ჩააბარეს, ბევრი კითხვის ნიშნებია, კერძოდ იქ არ წერია, რაში გამოიხატება მსიი დანაშაული. ადვოკატების თქმით, გამოძიების მოთხოვნა, რომ აეკრძალოს ლვოვიდან გასვლა, ეს მის უფლებებს ლახვს და პოლიტიკური ხასიათისაა.
,,საყვარელიძემ თქვა, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად. ჩვენ შეგვექმნა პრობლემა, რომ სააკაშვილისა და საყვარელიძის საქმეებზე მოსმენები სხვადასხვა სასამართ₾ოებშია ჩანიშნული, ერთანეთისგან 100 კილომეტრის მოშორებით. ამიოტომ კანონის თანახმად მოვითხოვთ, რომ 72 საათში იყოს ჩატარებული სხდომები და მოსმართლემ ეს მოთხოვნა გაითვალისწინა“.
ლვოვის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ადგილზე არ იმყოფება, ის შვებულებაში და გადაწყევტილების მიღება ადვოკატებისა და დეპუტატების მოთხოვნაზე უნდა მიიღს რიგითმა მოსამართლემ. იურისტების თქმით, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მიიღბს ის მოსამართლე, რომელმაც მათ ორ აქტივისტს 60 დღთ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა ადგილობრივი დროით 6 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






