საქართველოში პირველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:51, 15 Sep, 2017     942
საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარადაჭერით და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით საქართველოში პრიველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფორუმმა ასევე უმასპინძლა დელეგატებს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის, ყაზახეთის, ინდოეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული საამიროების და თურქეთის ქვეყნებიდან. ფორუმის მთავარი მიზანი მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაცია გახლდათ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მასტერკლასები უცხოელი ბიზნეს ექსპერტებისგან და გაეფართოვებინათ საქმიანი კონტაქტები.

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე საინტერესო გამოცდილების შესახებ სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა 8 გამომსვლელემა ისაუბრა, ისეთ თემებზე როგორიც არის: ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები და ბიზნეს ეთიკა სხვადასხვა კულტურაში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, ისტორიული და უახლესი ტენდეციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად და როგორ გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ბიზნესში. გამომსვლელებმა ასევეც ჩაატარეს ე.წ მასტერკლასები დამსწრეთათვის, ფორუმის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდა აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა პასუხის რეჟიმში და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დაფინანსება განვითარების კუთხით. ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალი მეწარმეების განვითარება და ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ფორუმის მხარდამჭერები სადაც ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ საინტერესო და მათთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას გაცნობოდნენ. საქართველოს ბანკს, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული, მათ შორისაა პროდუქტი „ქალი სტარტაპერი“, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს აფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით“ განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ მასურაშვილმა.

„ჩემთვის დიდი პატივია „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის სახელით ვუმასპინძლო გლობალურ ბიზნეს ფორუმს საქართველოში. ფორუმის მთავარი მიზანია საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს შექმნილი გარემო კი ნამდვილად არის იმის გარანტი რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის“ განაცხადა „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42