თურქეთის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო, ანკარას ოფიციალური ვაშინგტონისგან სანქციების დაწესება ემუქრება.
როგორც გამოცემა პოლიტიკო წერს, ამის შეხებ დემოკრატმა კონგრესმენმა, ბენ კარდინმა განაცხადა.
ტრამპის ადმინისტარციისადმი, უფრო კონკრეტულად სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონია და სახაზინო მდივნის, სტივ მნუჩნისადმი გაგზავნილ წერილში, კონგრესმენი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ანკარის მიერ S-400-ის ტიპის, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა, რუსეთის წინააღდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ გასულ თვეს მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება.
„კანონმდებლობა სანქციებს აკისრებს ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სადაზვერვო სფეროში მნიშვნელოვან ტრანზაქციას განახორციელებს” - წერს კარდინი წერილში.
„ სამწუხაროა, რომ ამ კრიტიკულ დრის, თურქეთმა, როგორც ამერიკის მოაკვშირენ, რუსეთთან გადაწყვითა გაერთიანება“ - წერს კარდინი.
S-400 რუსეთის ყველაზე მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგი სარაკეტო სისტემაა, რომელიც თავის დროზე ამერიკული სტრატეგიული თვითმფრინავების შესაკავებლად შეიქმნა.
მას დაახლოებით 250 მილიანი სპექტრი აქვს და ერთდროუალდ 80 სამიზნეს განადგურება შეუძლია.
ოფიციალურმა ანკარამ, მოსკოვთან 2,5 მილიარდ დოლარად შეფასებული გარიგების დასრულების შესახებ სამშაბათს განაცხადა.
როგორც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, თურქეთის მიერ რუსეთისგან ნაყიდ S-400-ის სისტემებს ნატოს არც ერთი წევრი არ იყენებს. შესაბამისად, ეს აჩენს იმის საშიშროებას, რომ აღნიშნული სისტემები ალიანსის შეიარაღებასთან თავსებადი არ აღმოჩნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






