,,ღმერთო, საკმარისია!" - საფრანგეთის მთავარი ტერორისტის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა
მსოფლიო - 15:50, 15 Sep, 2017     4514
13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ტერორისტის საპატიმრო პირობები შეიცვალა. მიზეზი სალაჰ აბდესლამის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გახდა, რომელიც ფლორ მაროჟის ციხეში სამარტოო საკანში იმყოფება. ციხის ადმინისტრაცია შიშობდა, რომ მართლმსაჯულების შიშით აბდესლამს შესაძლოა თავი სასამართლო პროცესამდე მოეკლა.

28 წლის სალაჰ აბდესლამს ციხეში ნომერი 428001 აქვს მინიჭებული, ის ყველაზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის მქონე პატიმარია საფრანგეთში. მასზე 24 საათიანი ვიდეოზედამხედველობა ხორციელდება და მასზე მათვალყურეობას 8 პირი ახდენს.

პროსტრაცია, პარანოია, გაღიზიანება.. ამ გამოვლენილი ნიშნების გამო გამომძიებლებმა, პარიზის პროკურატურამ და ციხის ადმინისტრაციამ გასულ წელს აბდესლამის საკითხზე შეხვედრა გამართეს. მსჯელობის შედეგად დაადგინეს, რომ აბდესლამი თავის მდგომარეობის სიმულაციას არ ახდენს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სალაჰ აბსდესლამის ციხის პირობების ცოტათი გაადამიანურება ისევ და ისევ გამოძიების ინტერესებშია.

აბდესლამს უკვე შეუძლია თავის ოჯახის წევრებს დამცავი შუშის გარეშე შეხვდეს. მისი მონახულება დედამ უკვე შეძლო. ასევე მის ფანჯარას მოეხსნება გაუმჭვირვალე მინა და მას შეეძლება არა მარტო დღის შუქის, არამედ გარესამყაროს დანახვაც. უცვლელი რჩება მეთვალყუროების რეჟიმი და სხვა პატიმრებთან ურთიერთობის აკრძალვაც. აბდესლამს საშუალება აქვს სასეირნოდ ორჯერ, დილით და შუადღეს, თითო- თითო საათით გავიდეს, თუმცა ციხის ადმინისტრაციის თქმით ის ამ უფლებას იშვიათად იყენებს.

აბდესლამის სუიციდის პრევენციის მომხრეა 13 ნოემბრის მსხვერპლთა ადვოკატი სამოა მაკტუფიც:

„ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ სალაჰ აბდესლამს თავისი სიცოცხლის მოსპობაში, იმიტომ რომ მან თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.“- განაცხადა მან.

აბდესლამი პატიმრობისას მუდმივად გამოირჩეოდა არათანმიმდევრული ქცევებით, დაწყებული მუტიზმით ( მეტყველების სრული შეკავება) დასრულებული ეგზალტაციით (უკიდურესად აღგზნებული მდგომარეობა). ბელგიიდან მისი ექსტრადირების შემდეგ რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. 2016 წლის 8 ივნისს მან დააკაკუნა კარებზე, შემდეგ კი კამერების წინ დადგა და ყვირილი და ლანძღვა დაიწყო, ის ყველას ნაბიჭვრებს უწოდებდა და იმუქრებოდა რომ საზღაურს ყველა გადაიხდიდა. საპირისპირო რეაქცია გამოავლინა გამომძიებელთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც მისი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ იყო საუბარი, მან ჩაილაპარაკა „ ღმერთო, საკმარისია.“

სალაჰ აბდესლამი შესაძლოა 2017 წლის ბოლოსთვის ბელგიაში გადაიყვანონ, სადაც ის მართლმსაჯულების წინაშე 2016 წლის მარტში მისი საკავებისას პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის გამო წარსდგება.

შეგახსენებთ 2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში, ტერაქტი 6 ადგილზე მოხდა. აბდესლამის და მისი თანამზრახველების მიერ განხორციელებულ აფეთქებებს 137 ადამიანი ემსხვერპლა, 400 მდე ადამიანი კი დაიჭრა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ ISIS-მა აიღო. თვითმკვლელი ტერორისტებიდან ცოცხალი მხოლოდ სალაჰ აბდესლამი გადარჩა, მან „სტად დე ფრანსთან“ თავის აფეთქება ბოლო მომენტში გადაიფიქრა. აბდესლამი ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 2016 წლის 18 მარტს ბრიუსელში მოლენბეკის კომუნაში დააკავეს და მისი საფრანგეთში ექსტრადირება მოახდინეს.

აბდესლამი მაროკოული წარმოშობის ფრანგია. ის ბელგიაშია დაბადებული.

მომზადებულია ფრანგული მედიის მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42