კასინი NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი, 20-წლიანი პროექტია. ხომალდი 1997 წელს გაუშვეს, სატურნის ორბიტაზე კი 2004 წელს გავიდა.
მისიის მიზანი სატურნის მთვარეებთან ახლოს ჩაფრენები, ასევე, სეზონური ცვლილებების დაკვირვება იყო სატურნსა და მის უდიდეს მთვარე - ტიტანზე.
დანიშნულების ადგილზე "კასინი" 2004 წელს ჩავიდა და მას შემდეგ დედამიწაზე ასობით უნიკალური ფოტომასალა გამოაგზავნა. მათ შორის, სატურნის რგოლების და თანამგზავრების ამსახველი სურათებიც. მის უმთავრეს აღმოჩენებში შედის ენცელადის გლობალური ოკეანე, ჰიდროთერმული აქტივობებით და თხევადი მეთანის ზღვები ტიტანზე.
ხომალდის განადგურების გადაწყვეტილება მისიის ხელმძღვანელებმა სატურნის ერთ-ერთ მთვარესთან — ენცელადთან მისი შესაძლო შეჯახების გამო მიიღეს. ვინაიდან, ენცელადის ზედაპირქვეშა ოკეანეში შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იყოს, შეჯახების შემთხვევაში არსებობს ენცელადის დედამიწისეული მიკრობებით დაბინძურების შანსი.
პირდაპირი ეთერის ტრანსლაციის თავლის დევნება YouTube-ზე ან - Facebook-ზე იყო შესაძლებელი. თბილისის დროით, პირდაპირი ეთერი 15:00-ზე დაიწყო. მეცნიერებმა ზონდის უკანასკნელ მიახლოებას სატურნთან სიმბოლურად "გამოსამშვიდობებელი კოცნა" დაარქვეს.
მასალის გამოყენების პირობები






