ახლა კი ცნობილი გახდა, რომ სპოლერების თავიდან აცილების მიზნით, GOT-ის მერვე სეზონის ფინალის რამდენიმე ვერსიას გადაიღებენ.
“შოუს ფინალური ეპიზოდისთვის რამდენიმე ვერსიას გადაიღებენ. შეიძლება სამი, ხუთი ან მეტი. ასე რომ, წინასწარ ვერავინ გამოიცნობს,თუ როგორ დასრულდება სერიალი!” – განაცხადა HBO-ს პროგრამების განყოფილების პრეზიდენტმა, ქეისი ბლოისმა.
შეგახსენებთ, HBO ჰაკერული თავდასხმის სამიზნე Game of Thrones-ის გამო რამდენჯერმე გახდა.
ჰაკერებმა 1 აგვისტოს , მე-7 სეზონის სერიების სცენარი , ასევე მსახიობების პირადი ინფორმაციები მოიპარეს. მაშინ აცხადებნდნენ, რომ მათ ხელთ 1.5 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია იყო.
ჰაკერებმა გაავრცელეს Got-ის მე-7 სეზონის მეოთხე სერიაც, "The Spoils of War"-ს, რომლის სატელევიზიო პრემიერა 4 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ 3 აგვისტოს გავრცელდა.
ტელევიზიის ისტორიაში Game of Thrones-ის სერიებს ყველაზე ხშირად იპარავენ.
მასალის გამოყენების პირობები






