პირადი ცხოვრების ჩაწერის მცდელობა - სააკაშვილი პოროშენკოს უკანონო თვალთვალში ამხელს (ვიდეო)
მსოფლიო - 16:41, 14 Sep, 2017     2935

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მის თვალთვალსა და მისი პირადი ცხოვრების კამერაზე ჩაწერას ცდილობს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკლაივის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქ ჩერნოვცში, სასტუმროს ნომერში, სადამ ამჟამად ცხოვრობს, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება სცადეს.

„ჩემი დაცვის თანამშრომელმა უცხო პირების შემოჭრა აღკვეთა, რომლებიც უკრაინის უშიშროებიდან იყვნენ. თან ჩემოდნები და ნომერში შემოსვლას ცდილობდნენ. თუმცა, ჩემი დაცვის თანამშრომელმა ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც განაცხადეს, უკაცრავად, ნომერი შეგვეშლაო. შემდეგ ჩემი ნომერის ქვემოთ მდებარე ნომერში მოთავსდნენ. ჩვენი ხალხი გაყვა მათ. შემდეგ ისინი იმ ნომერიდან წავიდნენ, თუმცა ნივთები დატოვეს” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ვიდეო-მიმართვის დროს ნაპოვნი ნივთებიც აჩვენა.

„როგორც ვხვდები, ეს მოწყობილობები მიყურადებისთვის. რაღაც დისკებია, სადაც წერენ ამ ყველაფერს. ეს როგორც მესმის კამერაა , რომელიც ოთახში თავსდება და ჩანაწერს აკეთებს” - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთ საზღვარი გაარღვია, ხელისუფლება მისი პირადი ცხოვრების ჩაწერითაა დაკავებული.

“ბატონო, პეტრო, გინდათ ნახოთ, როგორ დადის სააკაშვილი ტუალეტში? თქვენი ცხოვრება არ გყოფნით და ჩემი პირადი ცხოვრებით ხართ დაინტერებული, თუნდაც ჩემი სექსუალური ცხოვრებით? მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს. ამით დაკავებული იყო პუტინი. ასეთი, ასლან აბაშიძე გვყავდა საქართველოში.

ამის არ გრცხვენიათ? იცით, მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი და ჩემი პრეზიდენტობისას, უშიშროების სამსახურს ავუკრძალე პირადი ცხოვრების ჩანაწერების გაკეთება, ჯაშუშებისაც კი. ერთხელ, ჯაშუშზე ჩანაწერი მომიტანეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს შეიცავდა. მე ვუთხარი, გაანდაგურეთ ახლავე და ცხოვრებაში არასოდეს გააკეთოთ მსგავსი ჩანაწერი, თუნდაც ეს მტერი იყო, ოთახებში, საპირფაროებსა თუ სააბაზანოებში. და თქვენ? არც გაბედოთ იმის თქმა, რომ ეს თქვენი გაკეთებული არ არის. რა შემიძლია გირჩიოთ? უბრალოდ დაელაპარაკეთ უკრაინელ ხალხს. მსგავსი კომპრომანტებით მე ვერ შემაშინებთ. ეს ნივთები ჩემთან რჩება და ამას არ დაგიბრუნებთ, რა თქმა უნდა. ეს ჩემი სუვენირებია. ოდესმე შეინახება უკრაინის ისტორიის მუზეუმში, რითი იყო დაკავებული პოსტმაიდნის ხელისუფლება, ომის პირობებში და ვის წინააღმდეგ ის მუშაობდა. ნახვამდის, შევხვდებით კიევში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42