ოქროს უკანონო მომპოვებლებმა ამაზონის უკონტაქტო ტომი ამოხოცეს - NYT
მსოფლიო - 13:20, 14 Sep, 2017     7364

ამაზონის უკონტაქტო ტომის წევრები ოქროს უკანონოდ მომპოვებლების თავდასხმას ემსხვერპლნენ.

როგორც NYT იტყობინება, ბრაზილიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე , რომ ოქროს მოპოვებისას, ამაზონასის შტატის ტყეებში, განცალკევებით მცხოვრები ტომის 10 წევრი მოკლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.

გავრცელებული ცნობით, აღნიშული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოქროს მომპოვებელმა მაღაროელებმა, კოლუმბიის საზღვართან ერთ-ერთ ბარში დაიტრაბახეს, რომ „ველური ტომის“ წევრები დახოცეს , დაანაწევრეს და წყალში გადაყარეს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა გასულ თვეს, დასავლეთ ბრაზილიაში, მდინარე ჟანდიატუბას ნაპირებზე მოხდა.

როგორც საქმის პროკურორი პაბლო ლუზ დე ბელტრად აცხადებს, აღნიშნულ ცნობაზე გამოძიება ნამდვილად დაწყებულია.

„ტერიტორიის შემოწმება უკვე დავიწყეთ, თუმცა, ეს ტომი კონტაქტოა, ამიტომ ვრცელ არეალზე წვდომა არ გვაქვს. სამუშაო რთულია და ყველა სამთავრობო დეპარტამენტის ერთიან მუშაობას მოითხოვს“ - განაცხადა პრკურომა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში, უკონტაქტო ტომის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით აღძრული, ეს უკვე მეორე საქმეა. თებერვალში, უკონტაქტო ინდიელთა ტომის წარმომადგენლები მოკლეს, საქმე ჯერაც ღიაა.

„თებერვლის შემთხვევა პირველი იყო, რაც ჩვენს რეგიონში დაფიქსირდა. მსგავსი რამე აქ არ ხდებოა“ - დასძინა მან.

საქმეში არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, თუ როგორ საუბრობენ მამაკაცები ჩადენილ დანაშაულზე. ამავდროულად, როგორც ადგილობრივები ყვებიან, მაღაროელებმა მსხვერპლთა ხელსაწყოები და ძვირფასი ნივთებიც შეაგროვეს, რამდენიმე ნივთი მათ ბარში თავად ნახეს.

ოქროს ორივე მომპოვებელი დაკავებულია.

აღნიშნულ ტომს „ფლეშეირას“ ანუ ისრის მსროლელებს ეძახიან. ტერიტორია, სადაც ისინი ცხოვრობენ პერუს, ბრაზილიისა და ბოლივიის საზღვარზე მდებარეობს. მიჩნეულია, რომ ამ ზონაში ყველაზე მეტი უკონტაქტო ტომი სახლობს - დაახლოებით 20 იზოლირებული ჯგუფი, რომელიც 2000-მდე ადამიანს ითვლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42