სამოდელო ინდუსტრიას ახალი „ჯერემი მიქსი“ ჰყავს.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, Helmut Lang-ის ჩვენებაზე, მორიგი ყოფილი პატიმრის, მეკჰი ალანტე ლაქის დებიუტი შედგა.
20 წლის მეკჰი 2016 წლის აპრილში, მანქანის გადაჭარბებული სიჩქარის მართვისთვის დააკავეს, რომელიც მოპარული აღმოჩნდა. სასჯელის მოხდის შემდეგ, ის თვითერზე შემთვევით აღმოაჩინა Wake Mugshots-მა და მალევე მისი ფოტოები ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს.
აგვისტოში, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ატლანტაში მდებარე სამოდელო სააგენტო St Claire's Modeling Agency-სთან.
ლაქის ფოტოების გავრცელების შემდეგ, მისი ორიგინალური გარეგნობა, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ფერის თვალები, ფოტოგრაფების მთავარი სამიზნე გახდა.



განსხვავებული ფერის თვალების ქონას ჰეტერიქრიმია ეწოდება და ის მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 20 %-ს აქვს.
ლაქიმდე, ყველაზე ცნობილი დამნაშავე, ამერიკის ყველაზე სიმპატიურ და სექსუალურ პატიმრად აღიარებული ჯერემი მიქსია.
32 წლის კალიფორნიელი პატიმარი, რომელიც 2014 წლის 19 ივნისს, იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, პოპულარული ერთ დღეში გახდა, მას შემდეგ, რაც სტოკტონის პოლიციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდზე მისი ფოტო გამოქვეყნდა. ჯერემი მიქსი ციხიდან 2016 წლის მარტში გამოვიდა. სამოდელო სააგენტო White Cross Management-თან კონტრაქტს მან ჯერ კიდევ პატიმრობაში ყოფნისას მოაწერა ხელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი ახალი ცხოვრება დაიწყო და სამოდელო ბიზნესში ფეხი მალევე მოიკიდა.
მიმდინარე წლის თებერვალს, კი მისი დებიუტი პოდიუმზეც შედგა და ცოლსაც უღალატა Topshop-ის მეპატრონის, მილიონერ ფილიპ გრინის ქალიშვილთან ქლოე გრინთან .
მასალის გამოყენების პირობები






