მას შემდეგ, რაც სააკაშვილი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, უკრაინა მას საქართველოს ვეღარ გადასცემს - უკრაინელი იურისტი
მსოფლიო - 22:06, 13 Sep, 2017     8442
უკრაინულ მედიაში ფართოდ განიხილება საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტის სასამართლოში გასაჩივრების საკითხი. ამ თემაზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს იურისტი, ექსპერტი-კრიმინოლოგი ანა მალიარი.

იურისტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, დაუმალა თუ არა მან შესაბამის ორგანოებს ის ფაქტი, რომ მასზე საქართველოშ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. იგი თვლის, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა საინტერესო იქნება, რამდენად დაისჯება ის ჩინოვნიკი, რომელმაც პეტრო პოროშენკოს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მ ინიჭების თაობაზე საბუთები შეუტანა. მას ხომ უნდა გადაემოწმებინა ყველა მონაცემი და ინფორმაცია მის შესახებ.

მალიარი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილს მოქალაქეობა ქვეყანაში არყოფნის დროს ჩამოართვა.

"ამ სიტუაციას, ფაქტია, გასდევს პოლიტიკური ელფერი. ეს ფაქტია, ჯერ ერთი ორივე მათგანი პოლიტიკოსები არიან. ამასთან თუ გავიხსენებთ, რა დროს გამოსცა პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობი ჩამორთმევის განკარგულება, ცხადია, რომ მისი მოტივაცია ნამდვილად არ იყო მხოლოდ სამართლებრივი. იმ დროს სააკაშვილი არ იყო უკრაინაში და მომენტალურად ვერ გაასაჩივრებდა ამ განკარგულებას. მეტიც, ამ შემთხვევაში უკრაინა იძულებული იქნებოდა მისთვის სხვა დოკუმენტი - მოქალაქეობის არმქონე პირის მოწმობა მიეცა," - აცხადებს ექსპერტი.

დასასრულს, ანა მალიარი მიიჩნევს, რომ იმ დროიდან, რაც სააკაშვილი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, უკრაინა მას საქართველოს ვეღარ გადსასცემს, სანამ უკრაინის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის განხილვას არ დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42