კიევის სასამართლომ უკრაინელი ბიზნესმენის იგორ კოლომოისკის ქონება დააყადაღა.
როგორც უკრაინული გამოცემა Українські Новини იტყობინება, დაყადაღებულია კიევში მდებარე ტელეკომპანიის „1+1“ შენობა, ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში, ასევე ქარხნის შენობა დნეპროპეტროვსკში თვითმფრინავი Boeing და სხვა რამდენიმე შენობაა.
ქონების დაყადაღება „პრივატბანკიდან“ თანხის მიტაცების საქმის გამოძიების ფარგლებში მოხდა.
გამოძიების თანახმად, 2014 წელს, „პრივატბანკის“ ოფიციალურმა პირებმა, უკრაინის ეროვნული ბანკიდან 19 მილიარდი გრივნა მიითვისეს. ეს დაახლოებით 730 მილიონი დოლარია.
უკრაინის უსმხვილესი კერძო ბანკის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია 2016 წლის ბოლოს მოხდა. ბანკის მთავარმა აქციონერმა, იგორ კოლომოისკიმ მაშინ მომხდარს უკანონო ქმედება უწოდა. ამჟამად ბანკის 100% უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის.
კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან 2015 წლის 24 მარტს გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






