პირველი საქველმოქმედო აქცია გლდანში ტარდება, სადაც საქველმოქმედო აქციის ინიციატორებს ქალთა კონსულტაციის შენობა ხიზანიშვილის 93-ში კერძო მფლობელმა დაუთმო. აქციის ორგანიზატორი, ექიმი მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ საქველმოქმედო აქციის ხანგრძლივობა მოსახლეობის ნაკადზეა დამოკიდებული:
„საქართველოში ცოტახნისწინ დავბრუნდი, ვარ ექიმი, გამიჩნდა იდეა რომ შემექმნა საქველმოქმედო საინიციატივო ჯგუფი. გუშინ გავავრცელე ეს ინფორმაცია და ძალიან ბევრი მედიკოსი შემომიერთდა. ჩვენთან ერთად არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს წამყვანი ექიმები და ცვდილობთ, ყველაზე შეჭირვებულ ფენას დავეხმაროთ. ახლაგაზრდა ექიმები მოდიან მთელი საქართველოდან მათ დასახმარებლად და გვიერთდებიან ჩვენ.
დღეს გლდანში ქალთა კონსულტაციის შენობაში ხიზანიშვილის 93 ში-ა. ეს კერძო კლინიკაა და კლინიკის ხელმძღვანელობამ დაგვითმო შენოიბა. ჩვენ ასევე მივმართეთ დეპუტატს და რაიონულ ორგანიზაციებს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გვიწყობს ხელს მოსახლეობის ინფორმირებულობაში. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ინიციატივა არ უკავშირდება არცერთ პარტიას ან პოლიტიკურ გაერთიანებას, ჩვენ არ გვეზარება ადამიანების დახმარება.
ჩატარდება ყველანაირი გამოკვლევა, ჩვენი მიზანია ყველას დავეხმაროთ, თუნდაც მათ, ვისაც არ აქვს დაზღვევა. თუ აღმოჩნდება, რომ პაციენტი საოპერაციოა, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავატარებთ ოპერაციას, მაგრამ აუცილებლად შევეცდებით დავეხმაროთ სამედიცინო დაწესებულებაში მოსახვედრად. შემდეგ აქციებს ვგეგმავთ დუშეთში და ხარაგაულში“, - ამბობს მაკა ბულეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






