სამთაწყაროში ხოჯას მეუღლე სცემეს, ოჯახს კი წყაროთი და მაღაზიით სარგებლობა აუკრძალეს
საზოგადოება - 10:36, 29 Jun, 2013     1869


ინციდენტი პარასკევს, ტრადიციული ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა. ინფორმაცია ინციდენტის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მუსულმანებმა ტრადიციული ლოცვა, პოლიციის კორდონის უზრუნველყოფით დაასრულეს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ პოლიციელებმა სოფელი დატოვეს.

 


სამთაწყაროში მომხდარი კონფლიქტის დროს დაზარალებული, სულიკო ხოზრევანიძის მეუღლე ნათელა მახარაძე, სულიკო ხოზრევანიძის და ინციდენტს შემდეგნაირად აღწერს: „პირდაპირ სახლში გვივარდებოდნენ. ბავშვები ტიროდნენ, კიოდნენ, მაშინ მოგვეშველა პოლიცია, გაიყვანეს ჭიშკარს გარეთ, იდგნენ კარებში მერე პოლიციელები და არ უშვებდნენ ჭიშკარს აქეთ. გვლანძღავდნენ, ყველაფერი გვაკადრეს. გვემუქრებოდნენ, ბაზარზე ვერ გამოხვალთ, ქუჩაში ვერ გამოხვალთო, ამაღამ ჩაგფუფქავთო, დაგწვავთო, შემოვასხამთ ბენზინს, მოგცემთ ცეცხლს და დაგწვავთო“.


სამთაწყაროში მომხდარ კონფლიქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. „ფეისბუქის“ მომხმარებელთა უმრავლესობა მუსულმანების მიმართ გამოჩენილ აგრესიას გმობს და კანონის შესაბამისად მოძალადეების დასჯას ითხოვს.


ერთ-ერთი მომხმარებელი, რუსუდან გოცირიძე, ასე ეხმაურება მომხდარ ფაქტს:
„კაცი, რომელიც ამბობდა, რომ უკვე 12 წლისამ ვიცოდი, რომ აუცილებლად ალაჰის მსახური გავხდებოდიო, კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ჰალალად გაატარა, ფაქტიურად სოფლიდან განკვეთეს. დღეს მისმა თანასოფლელებმა, მისმა მეზობლებმა ცოლი უცემეს, აუკრძალეს წყაროთი სარგებლობა, დაიმუქრნენ, რომ ნახირში პირუტყვს ვეღარ გაუშვებდა, რომ სოფლის მაღაზიაში არავინ მიჰყიდიდა რამეს.... ვთქვათ ღარიბაშვილმა დივიზია დაუყენა სახლთან და დაიცვა მისი უსაფრთხოება... ვთქვათ ვეღარ წასწვდებიან მისი ოჯახის ქალებს ნაწნავში... დავუშვათ, რომ მათი ხარ-ძროხაც ავტომატიანი სამართალდამცველის თანხლებით გავა ნახირში... ვთქვათ, რა (ფანტაზიის სფეროდან)…
ეხლა ამ ამბავს რა უშველის?


სანამ გასაქცევად არ გაუხდა ამ ოჯახს საქმე, მანამ არავინ მიხედა... არც სამართალდამცავმა, არც ადამიანისუფლებადამცავმა, არც ადამიანისღირსებადამცავმა... არც სიყვარულისდამცავებმა... არც ადამიანობისდამცავებმა... არც მე და არც სხვამ ლოცვის უფლება ვერ დავიცავით....


ის მარგალიტი დრო ჯერ ნიგვზიანში დაიკარგა, მერე წინწყაროში და ეხლა უკვე სამთაწყაროში...
როგორ გინდა ამ შეურაცხყოფილ და მიწასთან გასწორებულ ადამიანს დაუბრუნო გასული სამი კვირა... დრო, როცა მეზობლი სოფლებიდან ავტობუსებით დაუხვდნენ სალოცავის კართან და არ აუკრძალეს შესვლა... დრო, როცა ღვთისმსახური სალოცავში ვერ შევიდა... დრო, როცა ლოგინად იწვა და ვერავინ გაბედა მისი მონახულება...



გილოცავთ ძვირფასო თანამემამულენო. ქართულ მიწაზე კიდევ ერთი ალაგი გაჩნდა, სადაც სიძულვილმა იზეიმა!!!!“


სამთაწყაროში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფელში ჩასახლებულმა ქართველმა მუსულმანებმა, რომლებიც აჭარიდან ეკომიგრანტები არიან, ადგილობრივ ხელისუფლებას სამლოცველოს აშენების შესახებ თხოვნით მიმართა, ნებართვის მიღების შემდეგ კი სახლი იყიდა და სამლოცველო მოაწყო, თუმცა, სოფლის მკვიდრი მოსახლეობისგან წინააღმდეგობას წააწყდა.


ბოლო დრომდე სოფელში ქრისტიანები და მუსულმანები კონფლიქტის გარეშე ცხოვრობდნენ. სამთაწყარო მესამე სოფელია საქართველოში, სადაც მუსულმანები ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდან აგრესიის ობიექტები ხდებიან. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ მანამდე ნიგვზიანსა და წინწყაროში.


ლაშა ბერულავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42