აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მსოფლიო - 11:11, 13 Sep, 2017     2210
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


2017 წლის 8 სექტემბერს, ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა ხაზგასმით აღნიშნა ის ისტორიული მოვლენები, რომლებაც გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ თებერვალში, ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობისადნი, ასევე ალიანსი დაეხმარა თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გააუმჯობესოს სამხედრო მზადყოფნა და მდგრადობა თავდაცვისა და უსაფრთხოების პანრტიონობის გაღრმავების მემორანდუმის ფარგლებში.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პერსპექტივები რეგიონლური უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ და განიხილეს ეროვნულ სტრატეგიული დოკუმენტები.

საქართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს განახლებული ,,ეროვნული სამხედრო სტრატეგია" შეერთებულმა შტატებმა კი შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და ახალი სამხრეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკა გააცნო.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გრძელვადიან და სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობას, რაც ზრდის თითეული ქვეყნის უსაფრთხოებას და აძლიერებს რეგიონალურ სტაბილურობასა და გლობალურ უსაფრთხოებას.

მხარეება მიმოიხილეს სამხედრო წვრთნები Noble Partner 2017, რომელის საქართველშო ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნას წარმოადგენს, რომელშიც საქართველო, სომხეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ მონაწილეობდა. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, სწავლება კიდევ უფრო გაძლეირებს საქართველსო მზადყოფნასა და თავსებადობას ნატოს რეაგირების ძალებთან.

განცხადებაში, ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი, რომელმაც განცხადა, რომ ბუქარესტის 2008 წლის განცხადების შესაბამისად, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატოს წევრი.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლის მნიშვნელობას.

აშშ-მა მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი, ავღანეთის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მხარეებმა პატივი მიგაეს დაღუპულ და დაშავებულ ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით, ავღანეთში, აგვისტოს თვეში მოკლულ სერჟანტ მდინარი ბებიაშვილს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისგაძლიერებასაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42