NewsOne-ის პროდიუსერი მთავარი საინფორმაციო პროდიუსერი ალექსეი ხუდენცოვი აცხადებს, რომ სამართალდამცავები ქაოტურად და უგეგმოდ იქცეოდნენ. სამართალდამცავებს საერთოდ არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ, რადგან ყველა მითითებას ცენტრიდან იღებდნენ.
ხუდენცოვი დეალურად ყვება, თუ როგორ მოხდა მათი ნივთების კონფისკაცია და რა მოვლენები განვითარდა ჟურნალისტების სასაზღვრო პუნქტსა და პოლიციაში ყოფნის დროს.
"ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ავტობუსით ვმგზავრობდით. ყველა ჩვენი პირადი ნივთი - ფული, დოკუმენტები და ა.შ. ამ ავტობუსში დარჩა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სატრანსპორტო საშუალება კონფისკაციას დაექვემდებარა, ისევე როგორც, იქ არსებული ნივთები.
პოლიციის განყოფილებაში გვითხრეს, რომ ეს ნივთები ნივთმტკიცებას წარმოადგენდნენ სისხლის სამართლის საქმეში. როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, ჩვენ დავბრუნდით სასაზღვრო პუნქტთან, რათა დოკუმენტები გაგვეფორმებინა. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ "1+1"-სა და ВВС-ს თანამშრომლები. მათ ნივთები გუშინ (11 სექტემბერს) დაუბრუნეს,“ - აცხადებს ჟურნალისტი.
განსაკუთრებულ აქცენტს პროდიუსერი იმ ფაქტზე აკეთებს, რომ სამართალდამცავებს ჟურნალისტებისათვის გადაღებული მასალის ჩამორთმევა სურდათ.
„საღამოს, მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების დაკიხვა სურდათ, თუმცა . ჩვენ დუმილის უფლება გამოვიყენეთ. პოლიციელებმა ჩვენ ულტიმატუმი წამოგვიყენეს - გადაგვეცა მთელი გადაღებული მასალა. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა ნივთს დაგვიბრუნებდნენ, რომელთა კონფისკაციაც მოხდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებდით,“ - აცახდებს ხუდენცოვი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ პოლიციელებმა უკვე გადაიწერეს გარკვეული ფაილები მისი „ფლეშკიდან“.
ჟურნალისტი ჰყვება, რომ შემდეგ ნივთები ვიღაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა დაუბრუნეს. ეს ყველაფერი ღამის ორ საათამდე გაგრძელდა. შემდეგ მათ პოლიციის შენობა დატოვეს.
„წასვლამდე, გვთხოვეს 15 წუთი მოგვეცადა, მაგრამ ამ დოის გასვლის შემდეგ არავინ შეგვხმიანებია. ქართველ ჟურნალისტებს თვითმფრინავზე აგვიანდებოდათ და ჩვენ წავედით. წასვლიდან 5 წუთში გამომძიებლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენთან პოლიციის განყოფილების უფროსს სურდა საუბარი. მივხვდით, რომ რაღაც არეული სიტუაცია იყო და გაჩერებაზე უარი ვთქვით. ამის შემდეგ განყოფილების უფროსმა ერთგვარი გამოდევნება მოაწყო და 10 წუთში დაგვეწია. იგი ჩვეს ადვოკატს გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა მათ უწყების გადმოცემა სურდათ. თვითონ სამართალდამცავებს საერთოდ არ ესმოდათ, რას აკეთებდნენ, ყველა მითითებას ცენტრიდან იღებდნენ. კანონით უწყების გადაცემა 22 საათამდე უნდა მოხდეს. რადგან ღუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო, უწყებები არ გამოვართვით. ახლა ლვოვში ვართ და სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას ვაშუქებთ,“ - განაცხადა ხუდენცოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






