როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არტიომ შევჩენკომ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი გადასცა, თუმცა მის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ გააჩნდათ.
კითხვაზე, იმყოფება თუ არა სააკაშვილი უკანონოდ უკრაინაში, შევჩენკომ განაცხდა : "ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დიახ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა. პასპორტი კი, სააკაშვილის თქმით, ავტობუსში დარჩა და სამართალდამცავების მიერ ავტობუსის ჩხრეკისას, მათ პასპორტი მოიპარეს. სააკაშვილის თქმითვე, პასპორტი , უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აქვს კაბინეტში.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 204-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლი ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
სასტურმო „ლეაპოლისში“, რომელიც ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, დღეს უკრაინელი მესაზღვრეები და სამართალდამცავები მივიდნენ, რათა მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმის გადაეცათ.
მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა, თუმცა განაცხადა , რომ ის პროცედურების დარღვევით იყო შემუშავებული.
მასალის გამოყენების პირობები






