სოციალურ ქსელში მოძრაობა SERB-ის აქტივისტმა გოშა ტარასევიჩმა დაწერა, რომ ბორის ნემცოვის მემორიალური დაფის დემონტაჟი მათ მოახდინეს. მისი თქმით მემორიალური დაფა უკანონოდ იყო განთავსებული.
მემორიალური დაფა წარწერით „ამ სახლში ცხოვრობდა პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, მოკლული დაქირავებული მკვლელის მიერ 2015 წლის 27 თებერვალს“ სახლზე ამა წლის 7 სექტემბერს სახლის მესაკუთრეების თანხმობით განათავსეს. თუმცა იმავე დღეს მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ მემორიალის ჩამოხსნის უფლება ქონდათ, რადგან მისი განთავსება ხელისუფლებასთან არ იყო შეთანხმებული. უწყების წარმომადგენლის თქმით მემორიალური დაფა მხოლოდ ადამიანის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ უნდა განთავსდეს.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 28 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულებს განაჩენი ივლისში გამოუტანეს და 11 დან 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ნემცოვის ცოლი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული გაუხსნელია.
მასალის გამოყენების პირობები






