საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში თანამდებობისთვის არ იბრძვის.
ამის შესახებ სააკაშვილმა, ლვოვში, მომხრეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მისი მიზანი უკრანის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ბრძოლაა და არა სახელმწიფო თანამდებობისთვის.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ეროვნულმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა 204-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლი ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






