როგორც „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკის თვითერზე წერს, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის როუმინგის გადასახადის გაუქმებაზე მსჯელობენ. ჟურნალისტის ცნობით, ამ საკითხს ოფიციალურად ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.
მიმდინარე წლის 15 სექტებერიდან, ევროკავშირში მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი გაუქმდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები ზარების განხორციელებას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ ჯერ კიდევ აპრილში მიიღო, გადაწყვეტილება კი ძალაში 15 სექტემბერს შევიდა.
როუმინგის გადასახადის გაუქმების შემდეგ, ტურისტი სმს-ების გაგზავნას და ზარის განხორციელემას იმ ტარიფით შეძლებს, რომლითაც საკუთარ ქვეყანში სარგებლობს.
თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც.
იმ შემთხვევაში თუ აბონენტი, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 თვეზე მეტი ვადით სარგებლობს უფასო როუმინგით, ამ შემთხვევაში მობილურ ოპერატორს შეუძლია მოკვლევა ჩაატაროს და საეჭვო ვითარების შემთხვევაში, გადასახადიც დააკისროს.
მასალის გამოყენების პირობები






