სიტუაცია, რომელიც შეიქმნა მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის, უკრაინაში არშეშვებისა და საზღვრის გადმოლახვის უნდა მოხერხდეს და დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოს, უკრაინის პოლიტკაში უნდა დამთავრდეს პრინციპის - "ან მონა ხარ ან მტერი"-ს გამოყენება, თვლის ლვოვის მერი ანდრეი სადავოი. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
"ხელისუფლებამ და მისმა ლიდერებმა პირადი მაგალითი უნდა მისცენ. "ჩემიანებს - ყველაფერი, სხვებს -კანონი"-ის პრინციპით მოქმედება ქვეყანას ქაოსისკენ წაივანს.," - მიაჩნია სადავოის.
ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი და მორალური უფლება, რომ ძლიერი გადაწყვეტილებები მიიღოს და განახორციელოს. მათ დამსახურება უნდა, რომელიც კონკრეტული ქმედებებითა და პრინციპებით მიიღწევა.
"საგარეო მტერი იყენებს უკრაინაში არეულობასა და გამეფებულ სიძულვილს. მაგრამ ქვეყნის შიგნით ოლიგარქიის რევანში და ქვეყნის ძარცვა საგარეო საფრთხით არ უნდა გამართლდეს," - წერს იგი.
ლვოვის მერი თვლის, რომ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსსა თუ ადამიანს პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვას, საზღვარზე გადაადგილება შეუზღუდოს, გააჩეროს მატარებლები და გაამაგროს უკრაინასა და ევროკავშირს შორის საზღვრები.
"მოვუწოდებ ყველას - გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები, დავაბრუნოთ სიტუაცია სამართლებრივ ველზე, ერთობლივად დავიბრუნოთ ავტორიტეტი და ურთიერთპატივისცემა," - აღნიშნა სადოვოიმ.
მასალის გამოყენების პირობები






