ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი რუსულ მედიასთან
ურთიერთობაზე უარს აცხადებს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლონდონში, ახალი ფილმის Mother!-ის პრემიერაზე მყოფი ლოურენსის წარმომადგენელმა, პრსკონფერენციის დაწყებამდე რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახიობი მათ კითხვებს არ უპასუხებდა.
გავრცელებული ცნობით, კომპანია Paramount Pictures-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარდებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„არავის უსაუბრია პოლიტიკურ მოტივებზე, თუმცა როდესაც პოლიტიკურ მიზეზებზე ვკითხეთ იმ სტუდიის პრესსამსახურის წარმომადგენლებს , სადაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა, მათ უბრალოდ გაიღიმეს“ - აცხადებენ პრემიერაზე მყოფი ჟურნალისტები.
დასავლური მედიის ცნობით, ლოურენსი რუს ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო არიდებს.
მასალის გამოყენების პირობები






