მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა
სამართალი - 19:22, 28 Jun, 2013     760

13 000 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდში, პლასტიკური ბარათების საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოწმის, ნანა ლომჯარიას ჩვენებაში ნათქვამია , რომ 2006 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ის თბილისში, ქვედა მთაწმინდაზე, პირველი ოლქის 08-ე უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. კოორდინატორი, უბნის უფროსი იყო. მისივე თქმით, 2011 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, მთაწმინდის რაიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით ავალიანი იყო. ლომჯარიას განცხადებით, თანამდებობრივად ის დავით ავალიანს ექვემდებარებოდა და მის დავალებებს ასრულებდა.


როგორც მოწმე განმარტავს, მის მოვალეობაში შედიოდა "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ გეგენავას მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ხელფასის სახით მას 500 ლარს უხდიდნენ და 2011-2012 წლის ოქტომბრამდე ამ თანხას მას დავით ავალიანი ხელზე აძლევდა.


ამასთან, გამოძიებამ ნანა ლომჯარიას წარუდგინა "ლიბერთი ბანკიდან" ამოღებული მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ მის სახელზე დამზადებული იყო სახელფასო პლასტიკური ბარათი, რომლის თანახმადაც ნანა ლომჯარიას თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის სანაცვლოდ ყოველთვიური ხელფასი ერიცხებოდა.


"ლიბერთი ბანკის" მონაწერის მიხედვით, კი ნანა ლომჯარიას სახელზე დამზადებულ ბარათზე ნანა ლომჯარიას 2011 წლის ნომბერში აღებული აქვს ანაზღაურების სახით 3250 ლარი; დეკემბერში-3250 ლარი და აღნიშნული თვის ხელფასი დამატებით 1850 ლარის ოდენობით; 2012 წლის თებერვალში-1850 ლარი; მარტი-5400 ლარი; აპრილი-1810; მაისი-1810. საბოლოო ჯამში, დოკუმენტებში ფიქსირდება, რომ ნანა ლომჯარიას "თბილისის განვითრაების ფონდში" მუშაობის სანაცვლოდ 19 220 ლარი აქვს აღებული.
ნანა ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მას პირველად ესმის, არასოდეს უმუშავია "თბილისის განვითარების ფონდში" და შესაბამისად არც ეს თანხა აუღია.


ნაღდი ფულის მითვისების ეპიზოდში ერთ-ერთი მოწმის, სანდრო რთველაძის ჩვენებაში ნათქვამია, რომ 2009 წლის ნოემბრიდან "ლიბერთი ბანკში" მუშაობს კორპორატიული საბანკო საქმიანობის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო მოგვიანებით შეითავსა ბანკის გენერალური დირექტორის, ვლადიმერ გურგენიძის მოადგილის თანამდებოდა ახალი ბაზრების, პროდუქტებისა და არხების მიმართულებით.


"დაახლოებით 2010 წელს, "ლიბერთი ბანკი" გახდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ბანკი, რის შედეგადაც მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ. თბილისის მერიის მხრიდან მერიის საფინანსო გუნდთან ერთად მოლაპარაკებას აწარმოებდა თბილისის მერის მოადგილე, დავით ალავიძე, რომელიც ფინანსური კუთხით კურირებდა ბანკთან ურთიერთობას", - აცხადებს მოწმე.


როგორც მის ჩვენებაშია ნათქვამი, 2012 წლის ივნისში, მას დაუკავშირდა დავით ალავიძე და უთხრა, რომ "თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორს, გიორგი საბანაძეს სურდა "ლიბერთი ბანკში" "თბილისის განვითარების ფონდის" მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის განაღდება სალაროს მეშვეობით. შესაბამისად, 2012 წლის 16 ივნისს, მან მოახდინა 10 000 000 ლარის განაღდება და ამ დროს მას ახლდა დავით ალავიძე. 2012 წლის 11 ივლისს კი საბანაძემ უკვე 3 800 000 ლარი გაიტანა. 2012 წლის 6 აგვისტოს, 4 000 000 ლარი და ა.შ..

იხ: ლინკი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42