აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, აქციის ყველა მონაწილე უნდა გამოცხადდეს პოლიციაში - არსენ ავაკოვი
მსოფლიო - 18:38, 11 Sep, 2017     2383
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც, 10 სექტმებერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, საბაჟო კონტროლის გასავლელად გამოცხადნენ.

„ ყველა, ვინც გუშინ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან უნდა გამოცხადდეს, რათა საბაჟო კონტროლის გაფორმების პროცედურა გაიარონ. გარკვეული რაოდენობის ხალხმა ეს უკვე გააკეთა, მათ შორის ჟურნალისტებმა და უცხოელებმა, რომლებიც მიხვდნენ, როგორ ვითარებაში აღმოჩნდნენ“ - განაცხადა ავაკოვმა.

სასაზღვრო სამსახურის უფროსის, პეტრო ციგიკალის გაცნხადებით, 11 სექტმებერს საბაჟო კონტროლის გასავლელად 6 ადამიანი გამოცხადდა.

" ეროვნულმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 204-ე მუხლის შესაბამისად და მოვითხოვთ, რომ აქციის მონაწილე ყველა პირი მივიდეს პოლიციაში ჩვენების მისაცემად. კარგი იქნება, თუ ამას თავად გააკეთებენ. თუ არ გამოცხადდებიან, ყველა მონაწილეს უკვე დღეიდან გაეგზავნება შესაბამისი მოთხოვნა. გუშინდელ მოვლენებს გენპროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს " - განაცხადა ავაკოვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ადმინისტრაციული კოდექსის 204-ე მუხლი ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება უკრაინაში ჩასულ უცხოელებზე ან მოქალაქეების არმქონე პირებზე.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42