ლვოვის პოლიციას , საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის პასპორტი არ მოუპარავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ, პოლიციის პრესამსახურის უფროსმა, სვეტლანა დობროვოლსკაიამ განაცხადა.
„ლვოვის პოლიციას სააკაშვილისთვის პასპორტი არ მოუპარავს“ - განაცხადა მან, სხვა დეტალებზე კი არ უსაუბრია.
ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც უკრაინელი სამართალდამცავები ავტობუსს ჩხრეკდნენ, მათ მისი უკრაინული პასპორტი მოიპარეს.
„როდესაც ხალხმა , ჩემდა დაუკითხავად ხელში ამიყვანა და უკრაინაში ხელით შემიყვანა, მე პასპორტი ავტობუსში დავტოვე, მივიდა პოლიცია, გაჩხრიკა ავტობუსი და მოიპარა ჩემი პასპორტი. ახლა ჩემი პაპორტი მათთანაა“- განაცხადა საააკშვილმა და მედიას უთხრა, რომ დასკვნები აქედან თავად გამოიტანონ" - განაცხდა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






