"მე ვფიქრობ, ეს არ არის პუტინის უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა, ეს ე.წ. სატრანზიდო" ეტაპია. მას აირჩევენ და შემდეგ ის ელცინის სცენარის მიხედვით 2-3 წელიწადში გადადგება და პოსტს თავის მემკვიდრეს დაუტოვებს," - განაცხადა პოლიტოლოგმა.
მას უჭირს დაასახელოს მემკვიდრის ვინაობა, თუმცა თვლის რომ ამ კანდიდატურას რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში უკვე განიხილავენ.
Sobesednik.ru-სთან საუბარში პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ გადადგომა შესაძლოა პროტესტების ფონზეც მოხდეს, რაზეც გარკვეულად კონტროლიდან გამოსული სიტუაციების ნიშნებიც მეტყველებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც 1999 წელს მოხდა.
"არის "წყნარი" სცენარი - როგორც 1999 წელს, არის დაძაბული, მაგრამ მშვიდობიანი სცენარი - ქუჩის პროტესტები, მაგრამ სისხლის გარეშე. არამგონია რუსეთში მაიდანი განვითარდეს, იქ 120 კაცი მოკვდა, როგორც წესი მსგავსი მოვლენები მმართველი ელიტის კონტროლიდან გამოდის ხოლმე და ეს მას არ სურს," - აცხადებს სოლოვეი.
ამავდროულად იგი პოსტპუტინურ პერიოდზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარია ეს გახდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს გაჯანსაღების დასაწყისი.
"დღეს ქვეყანა და საზოგადოება სერიოზულად ავადაა, ამას ყველა გრძნობს. საქმე კორუფციაში არაა, ეს შედეგია, მიზეზი ღრმა, საყოველთაო და მოზეიმე ამორალიზმშია, სრულ აბსურდში, იდიოტიმში, რომელიც ყველგან და ყველაფერშ იგრძნობა. ჩვენ ფეოდალიზმში ვვარდებით - არა იმიტომ რომ ეს ვიღაცას სურს, უბრალოდ ცხოვრების კანონია, თუ არ მიდიხარ წინ, ხდება უკუსვლა.
ყველა ამოისუნთქებს, როდესაც დასრულდება სიძულვილის დანერგვა, როდესაც მთავარი ემოცია შიში აღარ იქნება. ეს მისცემს სტარტს, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ხალხიც და ფულიც, მათ შორის რუსული ფული, დამალული ან ქვეყნიდან გატანილი. მაშინ გახდება რუსეთი ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების სასტარტო მოედანი," - აცახდებს პოლიტოლოგი.
მასალის გამოყენების პირობები






