MCI group საქართველოში პირველად ატარებს სემინარს სამედიცინო დაწესებულების მართვის შესახებ – ISO სტანდარტების მიხედვით. სემინარის ხანგრძლივობა არის ორი სრული დღე.
სემინარის მოსმენის შემდეგ თქვენ შეძლებთ – მოახდინოთ სამედიცინო დაწესებულების მოდელირება ISO სტანდარტის მიხედვით; გააუმჯობესოთ ხარისხის მენეჯმენტის მთლიანი სისტემა; შეაფასოთ და გააუმჯობესოთ თანამშრომელთა გუნდური მუშაობა; მოახდინოთ ახალი სამუშაო პროცესების განსაზღვრა; შექმნათ ორგანიზაციის მენეჯმენტის მართვის სახელმძღვანელო წარმატებული და მომგებიანი საქმიანობისათვის.
ძირითადი აქცენტები სემინარის დროს:
• სამედიცინო აუდიტის სახეები და მათი მნიშვნელობა.
• აუდიტის დადებითი მხარეები სამედიცინო საქმიანობაში.
• საერთაშორისო მოთხოვნები და სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებაში.
• ჰიგიენის კონტროლი ISO სტანდარტების მიხედვით.
• დრო და თვით მენეჯმენტი.
• ხელმძღვანელობის მისია, პასუხისმგებლობა და მართვა ISO სტანდარტების მიხედვით.
• Work Shop (დროის მენეჯმენტი, ურთიერთობა სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიას შორის, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით).
Michael Weber-ის შესახებ:
სამედიცინო მენეჯმენტის მომხსენებელი Deutsche management service/Germany.
ISO სტანდარტიზაციის ექსპერტი მსოფლიოს 57 ორგანიზაციაში.
დრეზდენის სამედიცინო უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელი.
საერთაშორისო ორგანიზაცია H+S-ის ხელმძღვანელი ISO სტანდარტების მიმართულებით (სერტიფიცირებული აუდიტორი ISO standards).
ხარისხის მენეჯერი სამედიცინო კომპანია Pluradent/europe.
სემინარის აუდიტორიას შეადგენს ლოკალური და საერთაშორისო კლინიკის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, ყველა ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მართვაში.
მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 500 GEL. საფასური მოიცავს: ორი სრული დრით განთავსებას სასტუმრო კომპლექს ბაზალეთში, ტრანსპორტირებას თბილისიდან სასტუმროში და უკან, სამჯერად კვებას, საღამოს გასართობ წვეულებაზე მოსაწვევს, სერტიფიკატს ტრენერის ხელმოწერით.

მასალის გამოყენების პირობები






