პარტიის მეირ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კრიზისიდან გამოსვლის ეთადერთი გზა, ვამადმელი საპარლამენტო არჩევნებია.
„სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მის დასაცავად პროპაგანდისტული კამპანია და უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენები - ხელისუფლების დაბნეულობის, ამორალურობისა და იმ ფაქტის მაჩვენებელია, რომ მთავრობა ღრმა კრიზისში იმყოფება. კიდევ ერთხელ, ასობით უკრაინელი გაბანკროტებული პოლიტიკოსების ბინძურ თამაშში ებმება. ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ, შესაძლოა, ეროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს" - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






