საქართველოში პირველად MCI group-ის ორგანიზებით ტარდება სემინარი მარკეტინგული აუდიტის შესახებ – ISO სტანდარტების მიხედვით. სემინარის ხანგრძლივობა არის ორი სრული დღე.
სემინარის მოსმენის შემდეგ თქვენ შეძლებთ: შეაფასოთ და შემდგომში გააუმჯობესოთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა; გამოავლინოთ ორგანიზაციის სუსტი მხარეები და გაატაროთ საკორექციო ღონისძიებები; განსაზღვროთ ახალი სამუშაო პროცესები ISO სტანდარტების მიხედვით; გამოიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება მარკეტინგულ აუდიტში და პოზიციონირებაში ISO სტანდარტების მიხედვით.
ძირითადი აქცენტები სემინარის დროს:
მარკეტინგული აუდიტი როგორც ერთ–ერთი წარმატების ფაქტორი.
მარკეტინგული აუდიტის კონტროლი ISO სტანდარტების მიხედვით.
ბრენდინგი და რეკლამის სახეები.
ბაზარზე კონკურენტების შეფასება, შესწავლა.
კომპანიის პოზიციონირება ISO სტანდარტების მიხედვით.
სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯმენტი
WORK SHOP (ერთ–ერთი წარმატებული კომპანიის მაგალითზე)
Friedrich W.Schrafft-ის შესახებ:
მონიტორინგი და კადრების მომზადება მსოფლიოს 37 ორგანიზაციაში, მათ შორის AUDI-ს და PORSHE-ს ავტო ცენტრები. სამედიცინო კვლევითი ცენტრი FTG და უმსხვილესი სამშენებლო კომპანია The Alpine Bau Deutschland.
საერთაშორისო ორგანიზაცია H+S დამფუძნებელი, ISO სტანდარტების აუდიტორი მარკეტინგის დარგში.
საერთაშორისო ბიზნეს ექსპერტი, კონსულტანტი ISO სტანდარტების მიხედვით.
სემინარის აუდიტორიას შეადგენს ლოკალური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, დამწყები ბიზნესმენები, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები, ყველა ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 500 GEL. საფასური მოიცავს: ორი სრული დღით განთავსებას სასტუმრო კომპლექს ბაზალეთში, ტრანსპორტირებას თბილისიდან სასტუმროში და უკან, სამჯერად კვებას, საღამოს გასართობ წვეულებაზე მოსაწვევს, სერტიფიკატს ტრენერის ხელმოწერით.

მასალის გამოყენების პირობები






