ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი, 42 წლის ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მოდელების სიყვარულით რომ გამოირჩევა, ეს ყველასთვის ცნობილია.
სამი თვის წინ, ლეო და მისი ბოლო შეყვარებული 25 წლის მოდელი, ნინა აგდალი ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ლეო, მის ადრინდელ შეყვარებულს, ტონი გარნს დაუბრუნდა.
ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო გერმანელ მოდელ ლორენა რაეს ხვდებოდა, თუმცა როგორ ჩანს, სიმართლე არ აღმოჩნდა.
42 წლის ოსკაროსანი მსახიობი და 25 წლის მოდელი ტონი გარნი ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლუბის მიმდებარედ ხელიხელჩაკიდებულები შენიშნეს. წყვილი ერთმანეთს 2013-14 წლებში ხვდებოდა.




ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარული ურთიერთობები მუდამ განხილვის საგანია.ლეოს „მოდელების კოლექცია“ ბარ რაფაელს, ჟიზელს, ნაომი კემპბელს, კელი რორბახოს, ტონი გარნს, ერინ ჰიზერტონსა მოიცავს. მათი უმრავლესობა ქერაა. ტაბლოიდები ხშირად ხუმრობენ, რომ ლეოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გოგონა აუცილებლად ქერა მოდელი უნდა იყოს და ველოსიპედი უყვარდეს. ბულვარული გამოცემები ირწმუნებიან, რომ ლეონარდოს რომანი ჰქონდა რიანასთანაც.










მასალის გამოყენების პირობები






