„ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე და მათ მოქმედება დაიწყეს. დავუტოვოთ პოლიტიკა პოლიტიკოსებს, დანაშაული კი სამართალდამცავებს, პროკურატურას და სასამართლოს“- განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. ამასთან პოროშენკომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არც სააკაშვილს და არც მის წარმომადგენლებს მოქალაქეობის ჩამორთმევა სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ.
„ამის ნაცვლად ჩაიდინეს დანაშაული, არსებობს საზღვრის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური პრინციპი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩემთვის სულ ერთია, ვინ დაარღვევს სახელმწიფო საზღვარს, ბოევიკები აღმოსავლეთიდან თუ პოლიტიკანები დასავლეთიდან. უნდა იყოს მკაფიო სამართლებრივი პასუხისმგებლობა“- განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ გუშინ 10 სექტემბერს, სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა. საზღვრამდე მისვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მისულ სააკაშვილს მესაზღვეებმა მას და მის თანმხლებ პირებს მოცდა მოსთხოვეს, იმ მიზეზით რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო და შემოწმება ტარდებოდა. სააკაშვილმა მესაზღვრეები პრეზიდენტ პოროშენკოს უკანონო ბრძანების შესრულებაში დაადანაშაულა. საზღვრის უკრაიინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს
მასალის გამოყენების პირობები






