დეშიცას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით , პოლონეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გამოცემა „უნიანთან“ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში არ არავის გამოვუძახებივარ.
პოლონელ პარტნიორებთან კონტაქტში ვიყავით, რათა იმ უკრაინელი მოქალაქეების საკითხი გადაგვეწყვიტა, რომლებმაც დროულად ვერ შეძლეს პშემისლიდან წასვლა. ადგილზე, ლიბლინიდან კონსული გაიგზავნა, რომელმაც უკრაინის მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინა“ - განაცხადა პოლონეთში უკრაინის ელჩმა.
იგივე განაცხადა თვითერზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარიანა ბეცამ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საგარეო უწყებაში პოლონეთში უკრაინის ელჩი იყო გამოძახებული მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად სააკაშვილმა მისი გადაკვეთა მაინც შეძლო. " შეგინის" სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად ლვოვში ჩავიდა.
მასალის გამოყენების პირობები






