მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის "ბრიყვული" ქმედებების გათვალისწინებით არ არსებობს სცენარი, საიდანაც პოროშენკო მოგებული გამოვა.
"მიხეილ სააკაშვილს პოროშენკოს ფატალურმა შეცდომებმა გაუხსნა გზა რომ სრული პოლიტიკური რეაბილიტაცია მოახდინოს. ის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი) უკრაინის პრეზიდენტის შეცდომებიდან მაქსიმალური დივიდენდების მიღებას ცდილობს, მას ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი.
პოროშენკომ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, სადაც არ არსებობდა სცენარი რომელშიც ის მოგებული დარჩებოდა.
პოროშენკო დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არამხოლოდ სააკაშვილის გამო, არამედ ამ ფორმირებადი კრიზისის დროს, ოპოზიცია შეეცდება მაქსიმალური მიიღოს. საბოლოოდ, ეს არის პოროშენკოს სიბრიყვე, რომელშიც სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცუდად გაეკვეხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ისტორია საქართველოს ნაკლებად შეეხება, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებაც რომ ბრიყვულად იქცეოდა ბოლო კვირების მანძილზე ამაში ორი აზრი არ არსებობს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქმედებების განსაზღვრა შექმნილ სიტუაციაში რთულად პროგნოზირებადია, რადგან პოროშენკო უმძიმეს ვითარებაში იმყოფება.
შეგახსენებთ გუშინ, სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთიდან შევიდა. საზღვრამდე მისვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეგინის სასაზღვრო პუნქტზე მისულ სააკაშვილს მესაზღვეებმა მას და მის თანმხლებ პირებს მოცდა მოსთხოვეს, იმ მიზეზით რომ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა დანაღმული ყოფილიყო და შემოწმება ტარდებოდა. სააკაშვილმა მესაზღვრეები პრეზიდენტ პოროშენკოს უკანონო ბრძანების შესრულებაში დაადანაშაულა. საზღვრის უკრაიინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეების რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე გადაიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები