დავით საგანელიძე: „საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:37, 09 Sep, 2017     1708
„საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“- ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართულ „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ გააკეთა, რომელშიც მსოფლიოს 70 -მდე ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველოს დელეგაცია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ ქართულ დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები არიან. დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს ასევე, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციას, როგორც ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტებში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართული „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის“ მთავარი თემა ეკონომიკური გლობალიზაცია, პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბება და საუკუნის პროექტის სტრატეგიული გეგმის განხილვა არის.

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი“ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გაეროს სავაჭრო პალატების საპატიო თავმჯდომარემ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და ნეპალის ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს. სამ დღიან სამიტს მაღალი რანგის ოფიციალური პირების გარდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ გამომსვლელებმა იმ ქვეყნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ "ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის განვითარებაში. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის კორიდორში საქართველოს უდიდეს როლსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე ისაუბრა.

„დიდია საქართველოს როლი გლობალურ, საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა”. ჩვენი ქვეყანა როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული შანსი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც; განაცხადა დავით საგანელიძემ.

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა აბრეშუმის გზის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები იყო. დისკუსიაში ქართულ მხარეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური წარმოადგენდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს ასევე, ვაჭრობისა და გლობალური განვითარების ასპექტებს.

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის“ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დეივიდ კიანგმა მოაწერეს.

„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი“ სამ დღეს გასტანს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხირი შეხვედრები. სამიტს სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარომადგენლები ესწრებიან. საპარტნიორო ფინდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ადგილობრივ ტელეკომპანია „შანსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ფონდის ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ნანჩანგისა და გუანჯოუს საქმიან წრეებთან შეხვედრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42