სოფლის მეურნეობის მინისტრი რთველის მიმდინარეობას გაეცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:10, 09 Sep, 2017     1373
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის შეფასებით, რთველი 2017 ორგანიზებულად და წარმატებით მიმდინარეობს.

„კახეთის რეგიონში უკვე გადამუშავებულია 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, თუმცა რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში ახლა შედის. წელს მევენახეობის მიმართულებით განსაკუთრებით კარგი კონიუქტურა გვაქვს, რეკორდულად მაღალია ღვინის ექსპორტის მონაცემები. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და მაქსიმალურად დაფასდეს მევენახეების შრომა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ რთველს ძალიან წარმატებით ჩავატარებთ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის, რაც ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გატარებული რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, რთველის ორგანიზების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„საინტერესოა და მთავარია ის, რომ რთველი პირველად ტარდება სუბსიდიის გარეშე და ჩამბარებელი მეღვინე ზუსტად იმ ფასს უხდის მევენახეს, რაც არის რეალურად პროდუქციის საბაზრო ღირებულება. მე ვფიქრობ, რომ მეღვინეებსა და მევენახეებს, ასევე სახელმწიფოს შორის, რომელიც არის დარგში პოლიტიკის გამტარებელი, ეს კონსენსუსი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო 2017 წლის რთველისთვის, არამედ ზოგადად დარგის ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივისთვის“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

9 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 13,2 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 4,7 ათას ტონამდე რქაწითელი, 6,5 ათას ტონამდე საფერავი, 750 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 11,6 მლნ ლარია მიღებული.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 115 ღვინის კომპანია.

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 54 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,1 ათას ტონას მიაღწია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 5,3 ათასი ტონა, თელავი - 2,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 2,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,2 ათასი ტონა, გურჯაანი - 997 ტონა, ახმეტა - 504 ტონა, ლაგოდეხი - 154 ტონა და საგარეჯო - 132 ტონა.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42