„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი კომპანია ფართოვდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:31, 08 Sep, 2017     1598
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, შპს „აქვა გეო“ ფართოვდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანია ახალი საწარმოს აშენებას და უახლესი მანქანა დანადგარებით აღჭურვას გეგმავს.

შპს „აქვა გეოს“ ახალი მინერალური საწარმოს ბრენდირებულ პროდუქტს „მინერალური წყალი კობი“ დაერქმევა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან გამოჩნდება ადგილობრივ ბაზარზე. წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიაში ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 85 ადამიანი დასაქმდება.

„აქვა გეო“, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობში საწარმოს ააშენებს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 35 მლნ. ლარზე მეტია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიას ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მდებარე მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42