GOFORIT ასე იძებნება აპლიკაცია აიფონის App Store-ში,
ნიკოლოზ ავალიანს „ნიუპოსტი“ აშშ-ში დაუკავშირდა
ნიკოლოზ ავალიანი: დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩებოდა ის, რომ აუქციონებზე ნაყიდ მანქანებზე სათანადო ინფორმაცია არ ქონდა მყიდველს. ამ აპლიკაციის მეშვეობით მყიდველი გაიგებს ავტომობილის მდგომარეობას უშუალოდ ავტომობილის გადამზიდავისგან. ანუ აუქციონებზე მანქანები გადაყავთ სპეციალურ გადამზიდავ ტრაილერებს. ტრაილერების მძღოლები ერთგვარი ავტო ექსპერტები არიან. ისინი დეტალურ ინსპექციას უტარებენ ავტომობილს, ქოქავენ, აყავთ ტრაილერზე, ხედავენ რა მდგომარეობაშია მანქანა ქვევიდან, რა მდგომარეობაშია ძრავი და სალონი. ეს ინფორმაცია არის მიუკერძოებელი, რადგან გადამზიდავს არ აქვს ინტერესი მანქანის გაყიდვაში, მან ტრანსპორტირების ფული უკვე გამოიმუშავა, ამიტომ მისი ინტერესია აკურატული და ზუსტი ინფორმაცია განათავსოს ამ აპლიკაციაში.
სწორედ ეს არის ინოვაცია, რაც აქამდე ხელმიუწვდომელი იყო, ხოლო ინფორმაცია რომელსაც ტრაილერის მძღოლები ფლობდნენ თითოეულ ასეთ მანქანაზე უგულებელყოფილი და გამოუყენებელი იყო.
ამჯერად კი ეს აპლიკაცია კონკურენციას უწევს ე.წ. CARFAX-ს, რომელიც კარგად ცნობილი სერვისია ავტომოყვარულებისთვის. მაგრამ CARFAX-ის ინფორმაცია დაფუძნებულია ავტომობილის წარსულ სერვის ისტორიაზე და ის ბევრს არაფერს გვეუბნება ახლანდელი მდგომარეობის შესახებ. ავტოგადამზიდი ტრაილერის მძღოლი კი ამ შემთხვევაში ინფორმაციის ყველაზე უახლესი წყაროა და რაც მთავარია ის არის ადამიანი რომელსაც წელიწადში ასობით თუ არა ათასობით მანქანასთან უწევს შეხება და აქვს თავისი ექსპერტული მოსაზრება ყველა მანქანაზე. ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა, ასევე უფასოდ ადევნებთ თვალს რა მანქანები გადადის ამერიკულ აუქციონზე. ფასიანია მხოლოდ მას შემდეგ თუ კონკრეტული ავტომობილი მოგეწონებათ და გინდათ სრული ინფორმაცია მიიღოთ გადამზიდავისგან. ამ შემთხვევაში ფასი შეიძლება იყოს სულ ცოტა 10 დოლარი. ეს დამოკიდებულია თუ რა სახის ინფორმაციის მიღება გსურთ. მაგალითად თუ გსურთ მხოლოდ ძრავის მუშაობის ვიდეო ნახოთ ეს ეღირება 10 დოლარი, მაგრამ თუ გინდათ ნახოთ რა მდგომარეობაშია მანქანა ქვემოდან, სავალი ნაწილები, აქვს თუ არა ჟანგი მოკიდებული, აქვს თუ არა ხმაური სიარულისას, რა მდგომარეობაშია გადაცემათა კოლოფი შესაბამისად თანხა მოიმატებს. ეს აპლიკაცია გამოსადეგია დილერებისთვისაც, რადგან ისინი რეალურ დროში ხედავენ რა მანქანები გადაადგილდება აუქციონებზე. ასეთ დროს ინფორმაციის ყველაზე ადრე ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მოკლედ ეს არის აპლიკაცია რომელიც ყველა ავტომოყვარულს უნდა ქონდეს ტელეფონში
იხილეთ ბმული ჩამოსატვირთად
https://itunes.apple.com/us/app/goforit/id1232563804?ls=1&mt=8
მასალის გამოყენების პირობები






