უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, 10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს.
„იმ მგზავრების საყურადღებოდ, რომლებიც პოლინეთის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და მათი წარმომადგენლები, 10 სექტემბერს, კრაკოვიცის გამშვებ პუნქტთან მასობრივ აქციებს აანონსებენ.
ამიტომ. 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“ - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ყურადღებას ამახვოლებს იმაზე, რომ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, სასაზღვრო ტერიტორიაზე განსაკუთრებული წესები მოქმედებს და მოქალააქებს მიმართავენ, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუნებრატორი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში დაბრუნებას, 10 სექტემბერს, პოლონეთიდან გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






