"ქართული ოცნების" მხარდამჭერები საკუთარი კანდიდატის წინააღმდეგ - "ირაკლი კუჭავამ ჩოხატაურში კლანური მმართველობა დანერგა”
პოლიტიკა - 13:14, 08 Sep, 2017     2785

ჩოხატაურის საზოგადოების წარმომადგენლები პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს "ქართული ოცნების" კანდიდატურის - ჩოხატაურის მერობის პოსტზე - ირაკლი კუჭავას ჩანაცვლებისაკენ მოუწოდებენ:

"ის დაბალრეიტინგულია, მასთან ასოცირდება კლანური მმართველობა, ხალხს რომ ჩოხატაურში "ქართული ოცნება" სძულს ეს კუჭავას დამსახურებაა" -ასეთი განცხადებები ისმოდა გუშინ, დაბა ჩოხატაურის ცენტრში მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეები, როგორც თავად აცხადებდნენ "ქართული ოცნების" მომხრეები ამავე პარტიის ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, რომელიც ამჟამად მოქმედი გამგებელია, ირაკლი კუჭავას ჩანაცვლებას მოითხოვდნენ.

თავის მხრივ კუჭავამ იქ შეკრებილებს "15-იოდე ვაიბიზნესმენი" და "ძლიერი კანდიდატის სუსტით ჩანაცვლების მოსურნენი" უწოდა.

გოჩა თოდრია; "ქართული ოცნების" წევრი 2012 წლიდან და ერთერთი დამფუძნებელი ჩოხატაურში; ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი; "ჩვენ ყველანი "ქართული ოცნების" მომხრეები ვართ, ჩვენი შეკრების მიზეზია ის, რომ გვსურს კარგი კანდიდატი ყავდეს "ქართულ ოცნებას", ირაკლი კუჭავა ჩოხატაურში ვერ გაიმარჯვებს და ამით "ქართული ოცნება" წააგებს. ამით თავისთავად მოიგებს სხვა. ჩვენ გვინდა, რომ წარმოგვიდგინონ ღირსეული კანდიდატი, რომ შეგვეძლოს მისი მხარდაჭერა. მივმართავთ აქედან თხოვნით პრემიერ მინისტრს. კუჭავას აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი, მოქმედი გამგებელია დღესაც, თუკი რაიმეს აკეთებდა მთავრობა, ყველაფერს იწერდა თვითონ, ვითომ მან გააკეთა. ჩოხატაურში "ქართული ოცნება" საზოგადოებას შეაძულა ირაკლი კუჭავამ. რომლებმაც უნდა აირჩიონ "ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი. ჩვენ ყველა, ვინც აქ ვიმყოფებით, ვართ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, წევრები, მაგრამ არ ვუჭერთ მხარს მის კანდიდატურას. 2012 წელს კაცი იყო იატაკქვეშეთში, არავინ არ იცის ვის მხარეს იყო. ეს, თვითონ მან აღიარა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" პარტიულ სიას ჩოხატაურში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და ვიცით, თუკი სადმე "ნაციონალი" იყო ყველა შითაა მოხვედრილი. სწორედ ამას ვაპროტესტებთ დღეს, ჩვენ, "ქართული ოცნების" დამფუძნებლები."

ერეკლე ბერიშვილი; დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ბუკისციხის მაჟორიტარულ ოლქში:"საზოგადოებისათვის რომ ნათელი იყოს და არა დამაბნეველი ჩემი საუბარი, მინდა ასე მივმართო - ვინც მოგვისმენს და განსაკუთრებით ხელისუფლებას მივმართავ - 2012 წელს, როცა "ოცნება" მოდიოდა ხელისუფლებაში, ერთადერთი კაცი ვარ იმ ჩემს სამ სოფელში, ვინც პირველი გახდა "ქართული ოცნების" წევრი. ეს მაშინ, როცა ხალხს ქუცაში გამოჩენის ეშინოდა. ლომის წილი მაქვს ამ ამბებში მიღებული. ამის შემდეგ რა მოხდა, ხალხი რომელიც ჩვენ გვითვალტვალებდა და ჩვენი ყოველი გადაადგილების შესახებ ხელისუფლების მაშინდელ წარმომადგენლებს აყენებდნენ საქმის კურსში, ის ხალხი დაწინაურდა შემდეგ და იმ ხალხის უმეტესობაა დღეს ხელისუფლებაში. ჩოხატაურში დღეს არის კლანური მმართველობა, რომლის სათავეშიც არის ირაკლი კუჭავა. ამბობენ მერობის კანდიდატიაო და ჩემთვის ერთი რამ გაუგებარია, კანონიერად და იურიდიულად მაინტერესებს რამდენად გამართლებულია, მაშინ როცა პრემიერ მინისტრს, ბატონ კვირიკაშვილს არ წარუდგენია მერობის კანდიდატი არის თუ არა კანონიერი ბანერის გამოკვრა, ეს ერთი და მეორე: - აქ გასაგებად უნდა იტქვას რომ არავინ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ამ აქციაზე არ იმყოფება აქ მხოლოდ კუჭავას მოწინააღმდეგეები ვართ. ხელისუფლებას დღეს ჩოხატაურის რაიონში ვინც აგინებს, 50% ამ კაცის, ირაკლი კუჭავას დამსახურებაა. მოვითხოვთ კანდიდატის შეცვლას. მე დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ვარ ბუკისციხის (თემი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში) მაჟორიტარულ ოლქში, მიწევს ტრანსპორტით გადაადგილება ხშირად, რაც ყველაზე მეტად შემზარავია ჩემთვის მანქანაში ხალხი არ მიჯდება, ახლაც, ამ აქციის დროს, "კრუგებს" გვირტყამენ კუჭავას წარმომადგენლები, ვინ ვართ, რამდენი ვართ, უკან თუ ვბრუნდებით ქი გვითხრან მაშინ".

ირაკლი კუჭავა; "ქართული ოცნებიდან" ჩოხატაურის მერობის კანდიდატი:"ის შეკრება, თხიუთმეტიოდე ადამიანი როგორც მე მითხრეს, აქციასაც ვერ დავარქმევ, შეკრება მოხდა პარკირების ადგილას, ეს იყო ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ოჯახის წევრები, ასევე ვაიბიზნესმენები, რომლებიც თავის დროზე, შესაძლოა "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდებოდნენ და შემდეგ ჩამოშორდნენ. მათი მოთხოვნა ასეთი იყო, როგორც მე მითხრეს, შეცვალეთ ძლიერი კანდიდატი სუსტით ეგებ რაიმე შანსი გაგვიჩნდეს, მჯინდა გავუცრუო მათ იმედი - "ქართულ ოცნებას" ყავს ძლიერი კანდიდატი, რომელიც პირველსავე ტურში გაიმარჯვებს, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაცია მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას და თანამოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42