ნავთობპროდუქტების იმპორტი აგვისტოს თვეში შემცირდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:33, 08 Sep, 2017     869
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ,,2017 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 100,1 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 57,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 43,0 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 41,3 ათასი ტონა ანუ 72,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,2 ათასი ტონა ანუ 25,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,3 ათასი ტონა ანუ 2,2%, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 43,0 ათასი ტონა ანუ 100,0%, L-62 და DT დიზელის საწვავის იმპორტი აგვისტოს თვეში არ განხორციელებულა.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,0 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 33,9%), ბულგარეთიდან - 20,1 ათასი ტონა (20,0%), რუსეთიდან - 18,2 ათასი ტონა (18,2%), აზერბაიჯანიდან - 11,6 ათასი ტონა (11,5%), თურქმენეთიდან - 8,5 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან - 6,5 ათასი ტონა (6,4%), უკრაინიდან - 1,7 ათასი ტონა (1,6%) და სხვ.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

2017 წლის აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 14,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

2017 წლის აგივსტოში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი იმპორტი განხორციელდა ირანიდან - 341,5 ტონა, გერმანიიდან - 274,2 ტონა, თურქეთიდან - 262,7 ტონა, რუსეთიდან - 246,5 ტონა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,4 ათასი ტონა, რაც 4,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის ყველაზე დიდი იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან - 7,5 ტონა, საბერძნეთიდან - 1,6 ტონა, აზერბაიჯანიდან - 1,1 ტონა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოში თხევადი აირის (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,3 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით მეტია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42