ინფორმაციას ამის შესახებ ,,გურია ნიუსი" აქვეყნებს. შს სამინისტროში გამოცემას დაუდასტურეს რომ ჩუბინიძე ქუთაისის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსად ნამდვილად ინიშნება .
ის ამ პოსტზე ზურაბ გამეზარდაშვილს შეცვლის, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.
,,გურია ნიუსის" ინფორმაციით, ამ დრომდე ჩუბინიძე სწორედ გამეზარდაშვილის მოადგილე იყო. 2006 წელს კი მისი სამსახურიდან გათავისუფლება ამავე გაზეთში დაბეჭდილი სტატია გახდა, მაშინ ჩუბინიძე ოზურგეტი სპოლიციის უფროსი იყო და ,,გურია ნიუსთან" საუბრისას მან ოზურგეთელებს უშვერი სიტყვებით აგინა და უწყების თანამშრომლებს დაემუქრა.
გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, სისტემაში მუშაობა, მას ამის შემდეგ , 2006 წელს აეკრძალა.
"ვინმეს თუ ჰგონია მაგით ძირს გამომითხრის, ძალიან შემცდარა. ამ დამპალ ოზურგეთში დამპალმა ოზურგეთლებმა არაფერი იციან. უამრავი ძებნილი დავიჭირე და ძებნის მაჩვენებლით რესპუბლიკაში პირველი ვარ. ეტყობა ვიღაცას მაგრად აეწვა ტრ..... თანამდებობის პირები იფარავენ დამნაშავეებს(?!). ოზურგეთში თანამდებობის პირებს იმათ ვეძახი, ვისაც განყოფილებები თუ სამმართველოები აბარია, ოზურგეთს მოვუტყ... ამ დამპლებს არაფერი არ უნდა გაუკეთო, ღორები არიან, არ მოსწონთ საქმეს რომ ვაკეთებ და იმიტომ მებრძვიან. ჩემი დედის მტყ... ვიყო, აგერ წმინდა გიორგის ხატია და იმაზე დავიფიცებ, მე რომ აქედან წავალ, ვინმე თუ დავტოვო. ყველაზე მაქვს კომპრომატები. დეკემბრამდე მაცადეთ და ნახავთ, რაც მოხდება. მე წავალ და ბოზისშვილი ვიყო, აქ ამბებს დავატრიალებ, არავის რომ არ გაუგია! მე თუ წავალ, არავის არ დავტოვებ აქ, ყველას მოეტყ... დედები და ცოლები!" _ ამბობდა მაშინ ჩუბინიძე(გურია ნიუსი).
პოლიციის უფროსის ეს "კომენტარი" "გურია ნიუსის" 2006 წლის 2 ნოემბრის ნომერში სრულად გავიდა. იმავე წლის 7 ნოემბერს კი, საქართველოს პარლამენტის წევრმა უმრავლესობიდან, კოტე ბერიძემ ოზურგეთის საკრებულოს მიმართა და ამ სტატიის განხილვა მოითხოვა. რის შემდეგაც ჩუბინიძე გაათავისუფლეს.
თავად ჩუბინიძემ გამოცემასთან კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






