რკალი უკეთესია - ახალი ეტაპი ტელევიზორების ტექნოლოგიურ განვითარებაში
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:24, 08 Sep, 2017     2632
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცით იმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

Curved TV-ის (ტელევიზორი რკალისებური ეკრანით, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია) მთავარი უპირატესობა გამოსახულების უკეთესი და მოხერხებული აღქმაა. რკალისებური ეკრანი გამოსახულებას მაქსიმალურად მკვეთრს ხდის, ხოლო ეკრანის სიმრგვალე ტელევიზორის ყურებისას ამცირებს თვალების მოძრაობას და დაძაბვას, რაც კიდევ უფრო მეტად იცავს თვალს გადაღლისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევაც კი ჩატარდა. მონაწილეებს შორის, რომლებიც რკალისებურ ეკრანს უყურებდნენ, მხოლოდ მცირე ნაწილი უჩიოდა თვალების გადაღლას და მხედველობის გაბუნდოვნებას (ინფორმაციის წყარო: ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული ბრტყელი და რკალისებული ეკრანების შედარების კვლევა).

აქვე დავამატებთ, რომ ტელევიზორების ტექნოლოგიური ევოლუციის ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, Curved ტელევიზორები სრულყოფილებას მატებენ ინტერიერს და თანამედროვე ხელოვნების კონცეფციას ქმნიან.

ახლა კი დავუბრუნდეთ წარსულს და თვალი გადავავლოთ ტელევიზორების ტექნოლოგიური ევოლუციის გზას:

წარსულის ელექტრონულ-სხივური ტელევიზორების შემდეგ გამოჩნდა პლაზმური ტელევიზორები, რომლებმაც სრულიად შეცვალეს წარმოდგენა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე. ახალი ტრენდების მიუხედავად, პლაზმური ტელევიზორები დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას. თუმცა მათ აქვთ ერთი მნიშვნელოვანი მინუსი - ეს ტელევიზორები არ არიან საიმედონი და პიქსელების ამოწვის შედეგად კარგავენ განათების უნარს.

LCD ტელევიზორების განათებას ფლუორესცენტური და ლიუმინესცენტური ნათურები ასრულებდნენ, რომლებმაც უახლოეს წარსულში ტექნოლოგიური ინოვაცია შექმნეს.. მათ მთავარ უპირატესობას წარმოადგენდა ის, რომ ისინი თავის წინამორბედებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ მხედველობას.

შედარებით თხელი LED ტელევიზორები წარმოადგენენ თხევად-კრისტალურ ტექნოლოგიას (LCD), რომლებშიც ქვედა განათებისთვის გამოიყენება შუქ-დიოდები. მწარმოებლების თქმით, შუქ-დიოდების გამოყენებით იზრდება გამოსახულების სიკაშკაშე, კონტრასტულობა და სიმკვეთრე. ეს კი, თავის მხრივ, გამოსახულების აღქმას გაცილებით კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის, ამასთან 40%-მდე ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას.

3D ტელევიზორებს სტერეოსკოპული გამოსახულების შესაქმნელად ერთდროულად რამდენიმე დისპლეის გამოყენებით შეუძლიათ 3D რეჟიმში მუშაობა, ამით კი გამოსახულებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიან. სრულყოფილი 3D გამოსახულების მისაღებად საჭირო ხდება 3D სათვალის გამოყენება. თუმცა ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება.

ევოლუციას, რომლის შედეგადაც შეიქმნა Curved TV-ის კონცეფცია, დამაჯერებელი ნაბიჯებით შემოჰყავს მომავალი ჩვენს სახლებში.

Curved TV - რკალი უკეთესია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42