პეტიას უკვე მოაწერა ხელი 6 ათასამდე ადამიანმა.
"ქარიშხალი ჰარვი ჰიუსტონში, იყო ნათელი მაგალითი იმისა, როგორი საშიში შეიძლება იყოს კლიმატური ცვლილებები. სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო და უფრო უკან მიიწევს და გარემოს დაცვაზე აღარ ზრუნავს“ - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ივანკა ტრამპი მოსახლეობას დაპირდა, რომ შეეცდებოდა, გარკვეულ საკეთხიბზე გავლენა მოეხდინა, მათ შრის კლიმატის პროგრამაზე.
„თუმცა, ივანკამ მშვიდად მიიღო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამ ძალიან სერიოზულ საკითხზე. ივანკას შეუძლია თქვას, რომ მას სურს კლიმატის ცვლილების პროგრამის შეცვლა, მაგრამ ის მშვიდად დგას უკაბ, ის რჩება განადგურების თანამონაწილედ, რომელსაც მამამისის ადმინისტრაცია ახორციელებს“ - ნათქვამია პეტიციაში.
კარიბის ზღვის კუნძულებზე, გამანდაგურებელ ქარიშხალ „ირმას“ მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული დროით, გარდაცვლილია 7 ადამიანი.
გამანადგურებელი ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების გაძლიერებას ვარაუდობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სინოპტიკოსების ინფორმაცით, ქარიშხალმა უკვე მიაღწია, უმაღლეს მეხუთე კატეგორიას და ის ატლანტის ოკეანეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოქმნილი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარის სიჩქარე საათში 295 კილომეტრს მიაღწევს.
"ირმა" უფრო ძლიერია, ვიდრე ქარიშხალი„ჰარვი“, რომელიც აგვისტოს ბოლოს ტეხასის შტატს თავს დაატყდა.
მასალის გამოყენების პირობები






