კომპანიის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთი სიციალური ქსელის ველის რეკლამებს იყენებდა.
კომპანიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე, 100 000 დოლარის ღირებულების 3 000 სარეკლამო ბანერი გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ რეკლამები პირდაპირ არ ეხებოდა კონკრეტულ პოლიტიკოსს, არამედ იყო იმ თემებზე, როგორიცაა იმიგრაცა, რასიზმი და თანასწორუფლებიანობა.
ფეისბუკის განცხადებით, კომპანია აშშ-ის გამოძიებასთან თანამშომლობს. ამავდროულად, ინფორმაციას გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს გადასცემს.
კომპანიის განცხადებით, რეკლამები დაკავშირებული იყო 470 ექაუნთთან , რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ ან ფეისბუკის პირობებსა და წესებს არღვევდენ.
კომპანიაში ვარაუდობენ, თუმცა ვერ ადასტურებენ, რომ ანგარიშები შექმნილია სანკტ-პეტერბურგში დაარსებული ე.წ. „ინტერნეტ-კვლევითი სააგნეტოს“ მიერ, რომელიც პრორუსული მესიჯების გავრცელებით არის ცნობილი.
„ამჟამად, ექაუნთების დახურვა მიმდინარეობს“ - განაცხადა ფეისბუკის უსაფრთხოების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა , ალეს სტამოსმა.
როგორ გამოაშკარავდა რუსეთის კამპანია?
კამპანია გამოვლინდა, კომპანიის შინდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც გაჩნდა ეჭვი, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევაში ფეისბუკის გამოყენების შესახებ.
სოციალური ქსელი და მისი დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი კრიტიკის ქარცხეცხლში გაეხვნენ მას შემდეგ, რაც აშშ_ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ცუკერბერგმა უარყო ბრალდებები, რომ ფეისბუკზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებამ არჩევნების „გიჟური“ შედეგი გამოიწვია.
სტამოსმა, კამპანიის აღოჩენის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
„ჩვენ ვეძებდით რეკლამებს, რომლებიც შესაძლოა, რუსეთში ყოფილიყო შექმნილი, თუნდაც ძალიან სუსტად ყოფილიყო დაკავშირებული ცნობილ ძალასთან, ან საერთოდ არ ჰქონოდა მასთან კავშირი.
ეს იყო ფართო ძიება, მათ შორის, შევისწავლეთ რეკლამები, რომლებიც აშშ-ის IP მისამართით იყო შექმნილი, თუმცა ენად რუსული იყო მითითებული, მიუხედავად იმისა, არღვევდნენ თუ არა ისინი სოციალური ქსელის რაიმე პოლიტიკას" - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები






