როგორც გარდიანი იტყობინება, ექსჰუმაციის შედეგები და დნმ-ის პასუხი უკვე ცნობილია.
გასულ თვეს, ესპანეთის ქალაქ ფიგერასში, ლეგენდარული მხატვრის, სალვადორ დალის ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდა. მიზანი, იმის დადგენა იყო, ნამდვილად იყო თუ არა დალი მარია პილარ აბელ მარტინესის მამა. ექსჰუმაციის უფლება ქალმა ესპანეთის სასამართლოსგან მიიღო.
იმ შემთხვევაში, თუ სალვადორ დალისა და პილარ აბელის მამაშვილობა დადასტურდებოდა, ქალი დალის გვარს და მისი ქონების ნაწილს მიიღებდა, რომელიც მხატვარმა სიკვდილის წინ ესპანეთს დაუტოვა.
ექსჰუმაციისას , რომელიც 4 საათი გაგრძელდა, მხატვრის კბილის, ძვლისა და ფრჩხილების ნიმუშები აიღეს.
მხატვრის საფლავი, რომელიც 1989 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, კატალონიაში, ფიგერასის მუზეუმში მდებარეობს, რომელიც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
1956 წელს დაბადებული მარია პულარ აბელ მარტინეზი, რომელიც კარტზე მკითხაობით არის დაკავებული, ამტკიცებდა, რომ მის დედას ანტონიას სალვადორ დალისთან ჰქონდა რომანი. ანტონია იმ ოჯახში მუშაობდა, რომელიც კადაკესეში, მხატვრის სახლთან ახლოს ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






