ღარიბაშვილი დაკავებებზე: საუბარია 50 მილიონი ლარის მითვისებაზე
სამართალი - 12:03, 28 Jun, 2013     787


"მინდა მივმართო საზოგადოებას და იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აღნიშნულ დაკავებას აკრიტიკებენ, ერთი მხრივ, სასაცილოა და მეორე მხრივ, აღამშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი გადმოსახედიდან, ვიცე მერობის თუ პრეზიდენტის თანამდებობა არის ერთგვარი იმუნიტეტი. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ არც ერთი ადამიანი პრივილეგირებული არ იქნება ჩვენი მთავრობის დროს", - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


როგორც მინისტრმა განმარტა, გამოიკვეთა მძიმე დანაშაული, რომელიც შეეხება დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვას და ატეხილი აჟიოტაჟი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ნიშნავს.

"გამოიკვეთა ბრალეულობა ძალიან მაღალი თანამდებობის პირების. დაკავებულებს შორის ფიგურირებს ორი ვიცე მერი. მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს. საქმე ეხება ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას, გაფლანგვას. საუბარია 50 მილიონი ლარის მითვისებაზე, მოპარვაზე სახელმწიფო ბიუჯეტისგან. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. ერთადერთი ახსნაა, რომ ეს გამოწვეულია შიშისგან და მათი მცდელობა, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისგან. ალბათ, მხოლოდ ამით აიხსნება ის პანიკა, ის ისტერიკა, რაც გვესმის ბოლო ორი დღის განმავლობაში.

რაც შეეხება თვითონ დაკავების ფაქტს, გუშინდელ ინციდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ეს პროცესი არ იყო პოლიტიკურად მართული. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სისტემა აბსოლუტურად გათავისუფლებულია ყოველგვარი პოლიტიკისგან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უშიშროების კონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42