,,ციანიდის საქმე“ - საერო პირების როლი საუკუნის პროცესში და სახელისუფლებო გავლენები სასამართლოზე
რელიგია - 19:53, 06 Sep, 2017     3636

ე.წ ციანიდის საქმე - საუკუნის პროცესი დასრულდა, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ხმაურიანი საქმის დასრულების შემდეგ არაერთი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, პროკურატურა განაჩენს გადაკვალიფიცირების ნაწილში გაასაჩივრებს, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმე სტრასბურგში წავა - „დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, სატელეფონო კომენტარი გააკეთა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლომ ამ განაჩენით სუიციდი ჩაიდინა.

ამას მოჰყვა მამა კახაბერ გოგოტიშვილის კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ცილისმწამებლურ და უპასუხიმგებლო განცხადებას აკეთებს და მათ პასუხისგება უფლის წინაშე მოუწევთ.

თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრი შიოლაშვილის პრესკონფერენციამ, სადაც მან ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტარი გააკეთა, ასევე ახსენა მეუფე პეტრე, რომელმაც შესაძლოა გაუთვითცნობიერებლად საკუთარი მოქმედებებით პროკურატურის წისქვილს წყალი დაასხა.

„ნიუპოსტი“ მიმდინარე მოვლენების შესაფასებლად თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი იმ განაჩენისა, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, რადგან ამ საქმის მიმდინარეობის ფარგლებში ნათელი იყო, რომ სასამართლო ვერ გათავსიფულდებოდა საერო პირების გავლენებისგან.

„ამ საქმის მიმდინარეობის თითქმის ყველა ეტაპზე სასამართლო არ ავლენდა თავს, როგორც სამართლიანობის იდეის ერთგულს. იგრძნობოდა, რომ აშკარად იმართებოდა იგი. სწორედ ამიტომ, იმის მოლოდინი მქონდა, როგორც მოხდა. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ამ საქმის წარმოება. თუმცა, მეორე და მესამე ინსტანციების შემთხვევაშიც იგივე არის მოსალოდნელი. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე გადაინაცვლოს ამ საქმემ სტრასბურგის სასამართლოში. ყველამ კარგად ვიცით თუ რა ურთიერთობა არსებობს ამ ქვეყანაში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, როგორი გავლენებით სარგებლობს ეკლესიის ერთი ჯგუფი, ამიტომ მქონდა ასეთი მოლოდინი. ვინც ამ საქმეს თვალს ადევნებდა, ალბათ დაინახვდა, რომ ამ საქმეში იგრძნობოდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე სხვა მაღალი რანგის საერო პირების როლი, ამიტომ სასამართლო ვერ განთავისუფლდებოდა მათი გავლენებისაგან“, - განაცხადა ნარსიამ.

თეოლოგი აცხადებს, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლავილმა პეტრე ცაავა პროკურატურასთან ერთად სრულიად უადგილოდ ახსენა, რათა გადაეფარა იმ ჯგუფებზე შექმნილი შთაბეჭდილება საზოგადოებაში, რომელიც რეალურად შესაძლოა ასოცირდებოდეს ძალოვან უწყებასთან:

„რაც შეეხება დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებას, საერთოდ უადგილოა ის, რაც პეტრე ცაავაზე თქვა, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თითქოს დიმიტრი შიოლაშვილს წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული, რომ პეტრე ცაავას სახელი აუცილებლად პროკურატურის გვერდით უნდა გამოეყენებინა, იმისათვის, რომ რაღაც ასოციაცია შეექმნა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ ასოცირდება პროკურატურასთან და რა ჯგუფებს მფარველობენ გავლენიანი ძალოვანი ინსტიტუციები ეკლესიაში. დიმიტრი შიოლაშვილმა სწორედ აღნიშნულის გადასაფარად სცადა, რომ პეტრე ცაავას სახელი გამოეყენებინა ტერმინ პროკურატურის გვერდით. თუმცა, ვინც ამ პროცესებს თვალს ადევნებს, არ მოტყუვდება იმაში, რომ პეტრე ცაავა პროკურატურასთან რაიმე სიახლოვით არის გამორჩეული, პირიქით, სწორედ დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფი, რომელსაც ის წარმოადგენს ფარულად თუ ღიად, მათი კავშირები პროკურატურასთან, სხვადასხვა ინსტიტუციებთან აშკარად შესამჩნევია“, - განმარტა თეოლოგმა.

ვლადიმერ ნარსია მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებისგან განაჩენის გამოცხადების შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ისეთი განცხადებები, რომლებიც უფრო მეტად არ დააზარალებდნენ ეკლესიის იმიჯს:

„მე ორჯერ მოვუსმინე კახაბერ გოგოტიშვილს, ისეთი აბდაუბდა აზრები და განცხადებები აქვს, რომ ვერაფერს ვიტყვი რას გულისხმობს იგი, ისიც მეეჭვება, რომ მას საერთოდ შეუძლია ჯანსაღი აზრის გამოთქმა. მე მაკვირებს ის, როცა პროკურატურის თავგამოდებული დამცველები არიან ეკლესიაში, გოგოტიშვილი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, აბსოლუტურად სხვა ტიპის განცხადებებს უნდა აკეთებდნენ, სადაც სინანულიც ჩანს, ზრუნვაც ჩანს პატიმართან დაკავშირებით, არსად არ უნდა ჩანდეს განცხადებებში, რომ ეკლესია რაიმე ტიპით მხარს უჭერს ან ენდობა პროკურატურას. ეს არის წმინდა საბჭოური მენტალობის დისკუსი თუ იდეა, რომელსაც დღეს ეკლესია იყენებს. წმინდა ქრისტიანული მოძღვრებაა მოყვასის სიყვარულის, მასზე ზრუნვის, სინანულის, ეკლესია უნდა განიცდიდეს სინანულს, სხვა ტიპის განცხადებებს უნდა აკეთებდეს და საკუთარ თავსაც უნდა ადანაშაულებდეს, გვეუბნებოდეს, რომ რეალურად არის რაღაც პრობლემები“, - აღნიშნა ვლადიმერ ნარსიამ.

თეოლოგის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უნდა გააკეთოს განცხადება და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რათა საზოგადოებამ დაინახოს ის ფაქტი თუ რა ძალა მართავს რეალურად ეკლესიას:

„პატრიარქმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ სახელმწიფოს ელაპარაკება პატრიარქი, ამ შემთხვევაში ამ საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას არ უნდა ელაპარაკებოდეს ქორეპისკოპოსი ან გოგოტიშვილი. ამ საქმეს გააჩნია ძალიან მაღალი მგრძნობელობა საზოგადოებაში, მათ შორის პოლიტიკურიც კი. პატრიარქმა კი აუცილებლად თავად უნდა დააფიქსიროს ის, თუ რას ფიქრობს ამ საქმესთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ ცალსახად დავინახოთ პატრიარქის პოზიცია.

თუ ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დავინახავთ იმ ფაქტს, რომ პატრიარქი არ არის საკმარისად ინფორმირებული, რომ პატრიარქს არასრულფასოვან ინფორმაციას აწვდიან, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, ადმინისტრაცია მართავს საეკლესიო ინსტიტუტს, რომ მან ცვლილებები უნდა განიცადოს და ამაზე საუბარს უფრო დარწმუნებით დავიწყებთ. პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება დაადასტურებს ან არ დაადასტურებს იმას, რომ სრული ინფორმაცია აქვს საქმეზე და თვალს ადევნებს მის განვითარებას ყოველ ეტაპზე. თუ ასე არ მოხდება, ჩვენ გვექნება იმის თქმის საფუძველი, რომ ეკლესიას მართავს ლავრენტი ბერიას დროინდელი „კაგებეშნიკური“ მეთოდები, რაც ეკლესიისთვის საერთოდ შეუფერებელია. ქართველი ერი იმსახურებს იმას, რომ ჰყავდეს გამართული ეკლესია, აქ არის ღირსების საკითხი, ერს, რომესაც გააჩნია ქრისტიანობის 21-საუკუნოვანი ისტორია, იმსახურებს იმას, რომ არ ჰყავდეს შორენა თეთრუშავილისა და იმ ოდიოზური ჯგუფის სახით ეკლესიის მმართველები, არამედ ჰყავდეს ღირსებით სავსე, გამართული ადმინისტრაცია“, - აღნიშნავს თეოლოგი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42