მსახიობმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა Vanity Fair-ს და ახალ ფოტოსესიაც შემოგვთავაზა. მარკლიმ, კარიერის გარდა, ამ ეტაპზე ბრიტანელისთვის და არა მხოლოდ ბრიტანელების , ყველაზე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ.
"ჩვენ წყვილი ვართ, ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. დიდი სიყვარულის ისტორიები ძალიან მიყვარს. ეს ურთიერთობა ზღაპარს ჰგავს, ეს გრანდიოზული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც დღითიდღე დიდ ენერგიას მაძლევს. ბუნებრივია, დეტალებს ვერ მოგიყვებით, მაგრამ დამიჯერეთ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია” - ამბობს მეგანი.
მსახიობის თქმით, მისი და პრინცის ურთიერთობას მშბლებმა მხარი დაუჭირეს და გვერდში ედგნენ, მაშინ როცა ამის შესახებ მედიამ გაიგო.
"ბევრს აინტერესებს შევიცვალე თუ არა მას შემდეგ რაც სამეფო ოჯახის წევრთან მაქვს ურთიერთობა, პასუხი ერთია - არა, მე ისევ ის ადამიანი ვარ ვინც აქამდე ვიყავი. შეიცვალა ის, რომ ახლა უფრო ბედნიერი ვარ" - ამბობს მარკლი.
შეგახსენებთ , პრინცი ჰარის ახალ რომანზე მედია 2016 წლის 30 ოქტომბერს ალაპარაკდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა. სამეფო ოჯახის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პრინცი ჰარი ძალიან შეწუხებული და იმედგაცრუებულია მედიის მიერ მის მარკლის პირადი სივრცის ხელყოფით და იმით, რომ პრინცი მის დაცვას ვერ ახერხებს.
ტაბლოიდები წერენ, რომ 33 წლის პრინცი და 36 წლის მსახიობი 2017 წელს იქორწინებენ.




მასალის გამოყენების პირობები






